in

არქეოლოგებმა ბრინჯაოს ეპოქის უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს!

ამბავი ასეთია: ირანში პატარა ტუბის ფორმის ქვის კონტეინერი აღმოაჩინეს, თანაც წითელი პიგმენტით, რის გამოც თვლიან, რომ იგი ტუჩსაცხის მსგავსი რამ უნდა ყოფილიყო… ამის საფუძველიც აქვთ, რადგან კონტეინერის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ინგრედიენტები მსგავსია იმისა, რასაც ჩვენ დღეს ტუჩის პიგმენტებში ვიყენებთ. იმასაც ამბობენ, რომ ეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი ნიმუშია. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, უძველესი პომადა იმასაც ამტკიცებს, რომ იმ დროს კულტურა საკმარისად განვითარებული იყო, იმდენადაც კი, რომ ინოვაციებისთვის საჭირო მეტალურგია და ქიმია იცოდნენ…

M2
M2

კოსმეტიკას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და დღემდე რაღაც რეცეპტებიც კი შემოგვინახა. მაგალითისთვის Kohl-ის თვალის ლაინერს ათასობით წლის მანძილზე იყენებდნენ, თვალის ჩრდილებსა და ტონალურსაც კი ძველ ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში ისევე, როგორც აზიის ზოგიერთ ნაწილში. გარკვეული ანალიზიც არსებობს, რომელიც ამ უძველესი კოსმეტიკის ფორმულებს ავლენს. თუმცა თავად ტუჩის პიგმენტის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, არც იმ კითხვებზე გვაქვს პასუხი, თუ როდის და სად დაიწყეს მათი გამოყენება. ეს კი ამ პატარა არტეფაქტის აღმოჩენას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. 

ტუჩსაცხის ჩასადები მწვანე შეფერილობის ქვის ქლორიტისგანაა შექმნილი და მასზე ლამაზად ამოტვიფრულ ელემენტებსაც დაინახავთ. იგი 2001 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში აღმოაჩინეს, როცა მდინარე Halil ნაპირზე გადმოვიდა და ქალკოლითური სასაფლაო დატბორა. მართალია, ძარცვების შედეგად ათასობით არტეფაქტი წაიღეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ტუჩსაცხის ფლაკონი ამასაც გადაურჩა და საბოლოოდ Archaeology Museum of Jiroft-ში დაიდო ბინა. 

მასალა და სტილი ძველი არტეფაქტების მსგავსია, მაგრამ მისი ზომა და ფორმა მეტად უჩვეულოა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მასზე ანალიზის ჩატარება. შიგნით კი მუქი წითელი ფხვნილი აღმოაჩინეს. მრავალი ტექნიკით გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება, ანუ დაახლოებით 4000 წლის წინ უნდა შეექმნათ. რაც შეეხება მის შემადგენლობას, ეს მეტად საინტერესო იყო — დომინანტური ინგრედიენტი ჰემატიტია, რომელიც ხშირად შავი ქვის ფორმით გვხვდება, თუმცა თუ დაფშვნით, წითელ ფხვნილს მიიღებთ. აქვე იყო კვარცი, კლინოქლორი, ბრაუნიტი, მანგანიტი და გალენა.

მეტიც, მკვლევრებმა მასში მცენარეული ცვილი და ზეთებიც აღმოაჩინეს, რომლითაც უკვე ძალიან ჰგავს თანამედროვე ტუჩსაცხს. ხოლო ტყვიის შემცველი მასალები ძალიან მცირე იყო… ამგვარად, ამ კოსმეტიკურმა ნიმუშმა, შესაძლოა, ბევრი გვითხრას მის ავტორებზეც.

ეს აღმოჩენა ამბობს, რომ ირანელებმა 5000-4000 წლის წინ უკვე იცოდნენ მეტალის, ბუნებრივი და სინთეზური ნაერთების შესახებ, რომლებიც არამხოლოდ თვალის ლაინერისთვის შეეძლოთ გამოეყენებინათ, არამედ სახის ტონალურისა და სხვა მრავალი პროდუქტისთვის. ახლა კი ამას თუ ახლად აღმოჩენილ ტუჩსაცხს დავუმატებთ, მივხვდებით, რომ იმდროინდელი ხელოსნები იაზრებდნენ ტყვიის გამოყენების საფრთხეებს. ამასთან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კოსმეტიკა ფორმალურ თუ საცერემონიო სოციალურ კონტექსტშიც გამოიყენებოდა, როგორც მოსახლეობის ელიტური ფენის საჯარო მანიფესტაციის კომპონენტი, — განმარტავს მასიმო ვიდალე, არქეოლოგი.

კონფეტით შექმნილი ვიზუალები — McDonald’s-ის კამპანია

Student Hunt – რა ინსაითებით შეიქმნა ქართული აპლიკაცია, რომელიც GenZ-სა და ბიზნესს მარტივად აკავშირებს ერთმანეთთან