1993 წლიდან ყოველწლიურად ინაკადატეს იაპონური სოფელი თავის მინდვრებს ცოცხალ ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის და სხვადასხვა ჯიშის ბრინჯს საკმაოდ რთული დიზაინებითაც გვაჩვენებს. ამ წლის ზაფხულის პროექტი კი დასავლური და აღმოსავლური ხელოვნების ისტორიიდან ორ ცნობილ ქალს წარმოგიდგენთ.
დიახ, ერთ მხარეს რენესანსის ოსტატის ლეონარდო და ვინჩის საკულტო მონა ლიზაა, ხოლო მეორე მხარეს იაპონელი მე-19 და მე-20 საუკუნეების მხატვრის სეიკი კუროდას ნახატი Lakeside, რომელშიც მისი მეუღლის ტანეკო კანეკოს პორტრეტია ასახული. ორივე გამოსახულება შვიდი სხვადასხვა ბრინჯის სახეობის დარგვით მიიღეს, რომლებიც, როცა სრულად აყვავდება იმ საჭირო კონტრასტს გვაჩვენებს, რაც ორიგინალი ნამუშევრების ფერებისა და სიღრმეების გადმოსაცემად არის საჭირო.
თუმცა ამ ყველაფერს გეგმის სწორად შედგენაც სჭირდება და ეს დიდ შრომასაც მოითხოვს. ორიგინალი ნამუშევრებიდან ფერების გადმოსაღებად კომპიუტერს იყენებენ. ამაზე კი უკვე წლებია ყოფილი მასწავლებელი აცუში იამამოტო ზრუნავს.
ნამუშევრების ნახვას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეძლებთ. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ „ბრინჯის ხელოვნების“ ვებ-საიტსაც ესტუმროთ.