ალბათ იკითხავთ, როგორ შეიძლება არ გიყვარდეთ წლის, ალბათ, ყველაზე ბედნიერი სეზონი – შობა? განსაკუთრებით, ბავშვებს! სინამდვილეში, ბევრს მოზარდს ხშირად უწევს ტყუილის თქმა, თითქოს საახალწლოდ უამრავი საჩუქარი მიიღო, უამრავი ახალი ადამიანი გაიცნო და კარგი დროც გაატარა. პრობლემა მხოლოდ უფულობაში როდია. ბევრი ბავშვი რთული ოჯახური ურთიერთობებისა და ძალადობის მსხვერპლია. მათთვის წლის ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულს ჯოჯოხეთური ემოციები მოაქვს. ეს ძალიან სევდიანი რეკლამა ბავშვთა უფლებებისთვის მებრძოლმა ორგანიზაცია Bris-მა გამოუშვა. “როდესაც ბავშვები გულახდილად საუბრობენ, ჩნდება იმედი” – ამ გზავნილით, კამპანია მოუწოდებს ბავშვებს, ღიად ესაუბრონ დიდებს თავიანთ ყოველდღიურ პრობლემებზე. შესაძლოა, ეს პრობლემა დიდი ან სულაც, მცირე იყოს, მაგრამ საუბარი აუცილებელია! კამპანიაზე სააგენტო Volt-მა იმუშავა.
ბავშვები, რომლებსაც შობა არ უყვართ – Bris-ის ვიდეორგოლი












