ბრიტანეთის საბჭო მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა ინგლისური ენის სწავლების 80-წლიანი გამოცდილებით. მისი სასწავლო ცენტრების მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები იყენებენ მათივე ექსპერტების მიერ შემუშავებულ უნიკალურ პროგრამებს, რათა სასწავლო პროცესი მეტად მოარგონ ნებისმიერ ასაკის ენის შემსწავლელის ინტერესებსა და საჭიროებებს.
საგულისხმოა, რომ სასწავლო პროგრამები, ენის ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად, მსმენელებს აზიარებს ბრიტანულ კულტურას, ტრადიციებსა და ფასეულობებს.
ამასთან, ბრიტანეთის საბჭო მუდმივად ანახლებს მის მიერ შემუშავებულ პროგრამებს. ამჟამად სიახლეების შესახებ ბრიტანეთის საბჭოს შავი ზღვის კლასტერის აკადემიური მენეჯერი, ნატალია ბაღდავაძე საუბრობს.
M: რატომ ბრიტანეთის საბჭო?
მოგახსენებთ სამ მთავარ მიზეზს, თუ რატომ ირჩევენ ბრიტანეთის საბჭოს:
პირველ რიგში, ეს სწავლების ხარისხი და პედაგოგების გუნდია. ეს გუნდი მრავალფეროვანია, ჩვენთან მუშაობენ როგორც ქართველი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დასაქმებისას ჩვენი მოთხოვნები მაღალია, შესაბამისად, ჩვენი მასწავლებლები ძალიან კვალიფიცირებული და გამოცდილნი არიან.
ამასთანავე, ჩვენთან სწავლების ხარისხი მუდმივ კონტროლშია. ეს ხდება როგორც საგაკვეთილო პროცესზე დასწრებით, ისე სტუდენტებთან მუდმივი კომუნიკაციით — მაგალითად, გამოკითხვებით თუ არაფორმალური უკუკავშირის საშუალებით. ასევე, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი აკადემიური გუნდის გადამზადებაზე, და ეს მოიცავს ტრენინგებს, კვლევებს, საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.
მეორე მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ბრიტანეთის საბჭო, არის ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო ინდუსტრიის ლიდერის რეპუტაცია. ეს ლიდერობა, პირველ რიგში, გამოიხატება ახალი სასწავლო პროგრამებისა და შეფასების სისტემების შექმნასა და განხორციელებაში, სატრენინგო კურსებისა და ენის სწავლებაში კვლევების ჩატარებაში. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მუდმივად განვაახლოთ და გავაუმჯობესოთ სწავლების მეთოდოლოგია და დავნერგოთ ინოვაცია.
ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი ზრდასრულთა პროდუქტი — MyClass. ამ უკანასკნელს თავისი პლატფორმა აქვს, სადაც განთავსებულია მოქნილი სასწავლო ცხრილი, საკლასო და დამატებითი სასწავლო მასალა, თვითშეფასებისა საშუალება და მასწავლებლის ჯამური შეფასება და უკანასკნელი სიახლე — ონლაინ სერტიფიკატები და ბეჯები (badges). კურსის წარმატებით გავლისას მსმენელს შეუძლია, რომ ეს ონლაინ სერტიფიკატი და ბეჯი დაამატოს საკუთარ ონლაინ პროფილს (ან CV), გააზიაროს ისეთ სოციალურ ქსელში, როგორიცაა LinkedIn და ამით გაიუმჯობესოს პროფესიული შესაძლებლობები.
და მესამე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრს, არის ჩვენი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. სასწავლო პროგრამები, მომსახურება, კლუბები, კომუნიკაცია, მარკეტინგული აქტივობებიც კი მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე, საჭიროებებსა და კომფორტზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელთან მუდმივი კავშირი, მათგან მიღებული უკუკავშირი, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, რას ვაკეთებთ კარგად და რა უნდა გავაუმჯობესოთ.
M: კონკრეტულად რომელ კურსებს სთავაზობთ ზრდასრულებს?
გვაქვს სამი ძირითადი მიმართულებაა:
- ზოგადი ინგლისურის კურსების, რომლის მთავარი მიზანიც როგორც ზოგადი, ისე სამსახურთან დაკავშირებული თემებისა და ლინგვისტური სტრუქტურების შესწავლაა. ეს კურსი აგებულია ყველა იმ აქტუალური თემის ირგვლივ, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია ენის შემსწავლელთათვის;
- ბიზნეს ინგლისური, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსია. მისი შინაარსი მორგებული შემსწავლელების საჭიროებებზე; ეხმარება წარმატების მიღწევაში როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ სამუშაო ადგილას;
- IELTS და კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც უცხოეთში აპირებს სწავლის გაგრძელებას.
ასევე, გვაქვს მრავალფეროვანი კორპორაციული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც გვისწავლებია იურიდიული ინგლისური, სამხედრო ინგლისური, ინგლისური კულტურის სფეროში მოღვაწე მენეჯერებისთვის, პროფესიული უნარ ჩვევების კურსი (მაგ., პრეზენტაციების უნარ-ჩვევა, ბიზნეს წერითი კომუნიკაცია, საერთაშორისო გუნდში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, და ა. შ.).
M: ზრდასრულების გარდა ბავშვებს თუ ასწავლით და რა ასაკიდან?
დიახ, ბავშვებსაც ვასწავლით 5 წლიდან 17 წლის ჩათვლით და ამ თემაზე სიამოვნებით ვისაუბრებ შემდგომში.
M: რით არის თქვენი კურსები გამორჩეული?
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, სწავლების ხარისხი და ჩვენ ექსპერტების მიერ შემუშავებული სასწავლო მასალა გამოარჩევს ბრიტანეთის საბჭოს სწავლების ინდუსტრიაში. ამასთანავე, გამოგვარჩევს ის დამატებითი აქტივობები, რომლებსაც ვთავაზობთ ყველა ასაკობრივი ჯგუფს.
აქტივობები მოიცავს:
- კლუბებს: კითხვის კლუბს, ბიზნეს ინგლისურის კლუბს, დებატების კლუბს, საუბრის კლუბს და ა. შ. კლუბებს ვატარებთ როგორც პირისპირ, საკლასო ოთახში, ასევე ონლაინ რეჟიმში. ონლაინ ფორმატი უფრო პოპულარულია, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრების მსმენელები დავამატოთ კლუბებს და მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, ინგლისურის ცოდნა გაიუმჯობესონ რეალურ კონტექსტში ურთიერთობისას. ეს კი ენის გამოყენებისა და გაუმჯობესების უნიკალური შესაძლებლობაა;
- ვატარებთ სადემონსტრაციო გაკვეთილებსა და აქტივობებს — ძირითადად აკადემიური წლის დასაწყისში, რათა ვაჩვენოთ მსურველებს, როგორ ვასწავლით ენას, რა ხდება საგაკვეთილო პროცესის დროს.
- ვაწყობთ კონკურსებს ისეთი თემების გარშემო, როგორებიცაა ინკლუზიურობა, დისკრიმინაცია, ქალთა უფლებები, ბულინგი და ვცდილობთ, საკონკურსო პირობა ყოველ წელს იყოს სხვადასხვა, მაგრამ აუცილებლად მოიცავდეს რამის შექმნას ან დაწერას ინგლისურ ენაზე;
- აღვნიშნავთ დღესასწაულებს (შობას, ქალთა საერთაშორისო დღეს, დედამიწის დღეს);
- გვაქვს ონლაინ ჯგუფი ფეისბუქზე, სადაც ჩვენს მსმენელებს ვთავაზობთ მრავალ სასწავლო მასალას, ვებინარს, ონლაინ გაკვეთილს.
M: როგორ უნდა ისწავლო ენა — ონლაინ თუ პირისპირ?
შიდა კვლევის მიხედვით, ჩვენი მსმენელების 50% სწავლობს ონლაინ; ხოლო მეორე ნახევარი ირჩევს მეცადინეობას საკლასო ოთახში.
ენის სწავლების მეთოდი ერთნაირია, ყველგან ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სასწავლო პროცესი კომუნიკაციური და სახალისოა, მაგრამ სივრცე განსხვავებულია.
თუ თქვენთვის უფრო იოლია და მოსახერხებელი ონლაინ სივრცეში ჩართვა, და გაქვთ სურვილი, რომ სასწავლო სივრცეში იყოს მსმენელი სხვადასხვა ქვეყნიდან, მაშინ ონლაინ ფორმატი უნდა აიჩიოთ.
თუ უპირატესობას ანიჭებთ ფიზიკურ სივრცეს და თქვენთვის უფრო მისაღებია პირისპირ კონტაქტი, მაშინ უნდა აირჩიოთ ჩვენს სასწავლო ცენტრში სიარული.
ორივე სწავლების ფორმატს აქვს თავისი უპირატესობა, მთავარია, რომ მსმენელმა ორივე გამოცადოს და აარჩიოს ის ფორმატი, რომელიც მისთვის უფრო მისაღები და მოსახერხებელია.
M: რაიმე პრაქტიკულ რჩევებს ხომ არ გაგვიზიარებთ?
ჩემი, როგორც მასწავლებლისა და ტრენერის რჩევაა, რომ გაზარდოთ ენასთან კონტაქტის სიხშირე. ეს უნდა მოიცავდეს ლიტერატურის, ონლაინ გაზეთებისა და ჟურნალების კითხვას, ახალი ამბებისა და ფილმების ინგლისურად ყურებას (აუცილებლად ჩართეთ ინგლისური ტიტრები თუ იქნება ამის შესაძლებლობა), ონლაინ დამატებითი აქტივობების შესრულებას. ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე ნახავთ მრავალ ონლაინ აქტივობას, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც ლექსიკისა და გრამატიკის, ასევე საუბრის, მოსმების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.
და რაც მთავარია, მიმართეთ ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრს!
M: როგორ შეგვიძლია სასურველ კურსზე დარეგისტრირება?
პირველ რიგში, აუცილებელია კონსულტაციის დაჯავშნა ჩვენს ვებგვერდზე.
აირჩიეთ თქვენი ასაკობრივი ჯგუფი, დრო და თარიღი კონსულტაციისთვის და დაადასტურეთ ჯავშანი. რეგისტრაციის შემდეგ იგზავნება დონის დასადგენი ტესტის ბმული. შემდეგ თქვენს მიერ შერჩეულ დროსა და დღეს გაივლით კონსულტაციას.
კონსულტაციის საფუძველზე ხდება მსურველის დონის შესაბამისი ჯგუფის, დღეებისა და განრიგის შედგენა ან მოქნილი გრაფიკით მიხედვით ჯგუფებში განაწილება.
ასე რომ, შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით ინგლისური ენის კურსებზე ბრიტანეთის საბჭოში!
კონსულტაციაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ვებგვერდს.
[პარტნიორის კონტენტი]