in

ბრიტანული ცენტრის კერძო სკოლაში მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

ბრიტანული ცენტრი მრავალწლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით ყოველთვის გამორჩეულია. სწორედ ამაზე მეტყველებს ის სიახლე, რომელსაც ორგანიზაცია მისივე დაფუძნებულ სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაციის მსურველ მშობლებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში, სთავაზობს.

ვიდრე აღნიშნული პროცედურის დეტალებს განვიხილავთ, ორიოდე სიტყვით ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის შესახებ ვისაუბროთ. სკოლა ბრიტანული ცენტრის მიერ 2012 წელს დაარსდა გამორჩეული მისიით – იყოს სამაგალითო, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, ინოვაციური, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა საგანმანათლებლო სფეროში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. მის წარმატებას კი შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: სკოლა დიღმის მასივში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მდებარეობს; ინფრასტრუქტურა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია; სკოლას აქვს სხვადასხვა ასაკზე გათვლილი 2 საცურაო აუზი, სადაც ბავშვებს ცურვას პროფესიონალი ტრენერები შეასწავლიან; მოწყობილია შიდა და გარე სპორტული ინფრასტრუქტურა; სკოლას აქვს სააქტო დარბაზი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, მდიდარი ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საინტერესო სივრცე. აქ ყველა პირობაა არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლაზე ორიენტირებულ გარემოში, დაცულ და უსაფრთხო სივრცეში მიაღწიონ აკადემიურ წარმატებებს, არამედ მათი მორალური და ფიზიკური აღზრდა-განვითარებისათვის.

სკოლაში გაძლიერებულია უცხო ენების სწავლების მიმარულება. ინგლისურ ენას ბავშვები ისეთი თანამედროვე მეთოდებით სწავლობენ, როგორიცაა, მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის ინოვაციური მეთოდი – „Super Minds“.

მიჰყევით მოცემულ ბმულს www.stnschool.ge და გაეცანით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას სკოლის განახლებულ ვებ-გვერდზე. მისი თანამედროვე დიზაინი, მომხმარებელზე ორიენტირებული ფორმატი, გამარტივებული საძიებო სისტემა და ვიდეო რგოლები ყველა მშობლისათვის საინტერესოა. საიტზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა ყველა დაინტერესებული მშობლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მისი შევსება სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ვებ-გვერდი მორგებულია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებზე.

რეგისტრაციის სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სკოლის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, რათა დეტალურად მოგაწოდოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სკოლისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ.

 

[R]

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

#მეამაყება – „მეამას“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია