in

„ბრიტანული უნივერსიტეტის” პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის აკრედიტაცია საქართველოში

ბრიტანული უნივერსიტეტის საქართველოში“ პოლიტიკის მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა. პროგრამა ბუკინგემის უნივერსიტეტის ვალიდაციით ხორციელდება და კურსდამთავრებულები, ქართულ დიპლომთან ერთად, ბრიტანული სასწავლო დაწესებულების შესაბამის სერტიფიკატსაც მიიღებენ.

პროგრამა ბრიტანული სასწავლო მოდელის შესაბამისად არის შემუშავებული და ქართულ ბაზარზე გამორჩეულია იმ პირობებით, რომლებსაც აბიტურიენტებს სთავაზობს. სწავლა მცირე კლასებში მიმდინარეობს (მაქსიმუმ 12 მსმენელი). გარდა ამისა, ყველა სტუდენტს ჰყავს ინდივიდუალური მენტორი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ, აკადემიური ცხოვრება საკუთარი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად დაგეგმონ.

კარიერის დაგეგმვის მხრივ, „ბრიტანული უნივერსიტეტის“ პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის სტაჟირების გავლა, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ შეუძლიათ, მათ შორის: ტოკიოში, მეისეის უნივერსიტეტში, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში, ვაშინგტონში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ადვოკატირების კომპანია Gunster Strategies Worldwide-ში და ა.შ.

მინიჭებული აკრედიტაცია მომავალ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, გარდა ამ დაფინანსებისა, ასევე ფუნქციონირებს „ვაჟა-ფშაველას ფონდი“ რომელიც უკვე რამდენიმე წელია სტუდენტებისთვის სწავლას ხელმისაწვდომს ხდის.

პროგრამის უპირობო აკრედიტაციის მინიჭებით კიდევ ერთხელ დადასტურდა პროგრამის სრული შესაბამისობა ევროპის განათლების სივრცეში მოქმედ სტანდარტებთან.

[R]

რობოძაღლ Spot-ის ნამუშევრები გალერეაში გამოიფინება

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ნათია ნასრაშვილი გახდა