in

British Airways-მა თანამშრომლები ბრიჯერტონის პერსონაჟებად აქცია

ბრიჯერტონის მოყვარულებს შეუძლიათ, უსაფრთხოების ღვედები შეიკრან, რადგან British Airways-მა ახლახან გამოუშვა ვიდეო ფრენის დროს უსაფრთხოების წესების შესახებ. აქ იცოდნენ, რომ ცოტათი მოსაწყენია შაბლონური ფრაზების მოსმენა, ამიტომ, გადაწყვიტეს, სტანდარტული მეთოდებისგან გადაეხვიათ და ეს წესები ბრიჯერტონის ნამდვილი პერსონაჟებისთვის გაეცნოთ.

BOG

ამგვარად, British Airways-ის 40-ზე მეტი თანამშრომელიც ბრიჯერტონის პერიოდის პერსონაჟებად აქციეს, მეცხრამეტე საუკუნეში გადაისროლეს და მათ იმ ეპოქის ადამიანებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქციების სწავლება დაავალეს. შედეგად, იუმორისტულ, ირონიულ და საინტერესო გამოცდილებას გვთავაზობენ. ვიდეოში ასახული ისტორიული გარემოებებისა და თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლების შერწყმა კი Uncommon Creative Studio-ის შემოქმედებით ძალას აჩვენებს.

უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, იმ ადამიანების შესახებაც მოგიყვებით, რომლებიც ამ ვიდეოს უკან დგანან. ვარსკვლავური შემადგენლობაა, რომელშიც Bridget Jones’s Diary-ის ნამუშევრით ცნობილ რეჟისორ შერონ მაგუაირის შეხვდებით და ოსკარის სამ გზის მფლობელ კოსტიუმების დიზაინერ ჯენი ბივანს. ვიდეო ლოკაციებითაც გამორჩეულია, რაც, რეალურად, არც გასაკვირია, ბრიჯერტონის გამო… 

დაბოლოს, მოკლედ გეტყვით, რომ British Airways-ის უსაფრთხოების ვიდეო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აუდიტორიას ინფორმაცია მარტივი და დასამახსოვრებელი გზებით შესთავაზოთ. დანარჩენი კი თავად ნახეთ:

ფარიკაობა – სპორტის მსოფლიო და ეროვნული ისტორია

რაზეა დამოკიდებული სოციალური მედიის ბიუჯეტი და როგორ გავთვალოთ ის