in

British Airways-მა ბიზნესკლასის კომფორტი ბილბორდებზე გადმოიტანა

BOG
BOG

დღევანდელ ხმაურიან სამყაროში სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მშვიდი სივრცის პოვნა… British Airways-მა კი ზუსტად ეს მომენტი დაიჭირა და გვითხრა, რომ სწორედ მას შეუძლია მშვიდი გამოცდილების შემოთავაზება. Club World-ის მომსახურება აქვს, ანუ ადგილი, სადაც კარები იკეტება და პირადი სივრცით ტკბობის შესაძლებლობაც ჩნდება. სწორედ ამიტომ გაგვაცნო British Airways-მა ახალი კამპანია Doors-ის სახელით.

როგორც უკვე გითხარით, ბიზნესკლასის კომფორტის გადმოტანა გადაწყვიტა ბილბორდებზე, რომელთა უმეტეს ნაწილში თეთრ სივრცეს ვხედავთ. თუ კარგად დააკვირდებით, მათზე სახალისო ფრაზებია დატანილი. ასე კი იმ მდიდრულ და სასიამოვნო გამოცდილებაზე გააკეთეს აქცენტი, რომელსაც Club World-ის მომხმარებლებს სთავაზობენ. 

British Airways-ის კამპანიაზე Uncommon Creative Studio-მ იმუშავა, ხოლო ფოტოები კრისტოფერ ანდერსონს ეკუთვნის, რომელიც თავისი ემოციურად დატვირთული ვიზუალებით არის ცნობილი.

ცოდნის გაზიარების ახალი მიდგომა ორგანიზაციებში

კვლევით დადგინდა, რომ ძაღლები სიტყვებს ხმოვანი დაფის ღილაკების საშუალებით აღიქვამენ