in

თავგადასავალი, რომელიც პირველი ფრენით იწყება

BOG
BOG

British Airways-მა და ლონდონში დაფუძნებულმა სააგენტომ Uncommon Creative Studio მოგზაურობის ძალაზე ემოციური ვიდეორგოლი გადაიღეს. რეჟისორი ემის ჯილდოს მფლობელი მაილს ჯეია, რომელმაც ერთწუთიანი სიუჟეტი ერთი ადამიანის ამბავზე ააგო.

აქ ვხედავთ პირველი ფრენის დროს ჩაძინებულ ბავშვს — სიზმრად კი მომავალ თავგადასავლებს ხედავს, რომელთაც პატარაობისას, მოზარდობისა და ზრდასრულობისას შეხვდება სხვადასხვა მოგზაურობის დროს. გაღვიძებისთანავე კი ბავშვი გაოცებული იყურება British Airways-ის თვითმფრინავის ფანჯრიდან.

„მოგზაურობა გვახსენებს, ვინ ვართ. ეს ვიდეორგოლი კი ფრენის მშვენიერებას და იმას გვიჩვენებს, თუ როგორ ვიკვლევთ საკუთარ თავს სხვადასხვა ქვეყანაში წასვლისას“, — აღნიშნავს მაილს ჯეი.

Cavavin — ღვინის კონცეპტუალური მაღაზია და ბარი 

ინფლუენსერები ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად! – როგორ გადაიქცა VELI.store „ქალების მხარდაჭერის ველად“