in

British Airways-ის „ქარით გაჟღენთილი“ პოსტერები

BOG
BOG

British Airways-მა, კრეატიულ სააგენტო Uncommon-თან ერთად, პრინტ კამპანიის ახალი სერია შეიმუშავა. ამ უკანასკნელის მიზანს იმ ჩქარი ტემპის დემონსტრაცია წარმოადგენს, რომლითაც მგზავრებს ემსახურებიან. ამის ვიზუალიზაციისთვის კი პასპორტის იუმორისტული ფოტოები გამოიყენეს — თითოეული ადამიანის გამომეტყველებას ქარის კვალი ატყვია.

გარდა ქარით გაჟღენთილი ფოტოებისა, პასპორტს სხვა დეტალებიც შეცვალეს — მათ შორის ციფრები შეცვალა „Wheeeee“-მ; თანმხლები ესკიზები კი ჰაერის მძლავრ ნაკადთან შეჭიდებას ასახავს. აქვე საგულისხმოა, რომ პასპორტის ფოტოების გადაღებაზე მრავალი ჯილდოს მფლობელმა ფოტოგრაფმა, ემილი სტეინმა იზრუნა.

„თავდაპირველად ბევრი სხვადასხვაგვარი იდეა გვქონდა, მაგალითად, მფრინავი ასოების დამატებაც… თუმცა საბოლოოდ დახვეწილი ილუსტრაციები, მომხმარებელთა ფოტოები და სახალისო ცვლილებები ვამჯობინეთ. ასე მივიღეთ სწრაფი და ნათელი კომუნიკაცია“, — აღნიშნავს British Airways-ის მარკეტინგის გუნდი.

Alpaca გირჩევთ: როგორ გამოიყენოთ ყველაზე ძიებადი სიტყვები თქვენი ბიზნესისთვის

გრეის ჰოპერის ჯილდო 2023 – გახსნის ღონისძიება და ინტერვიუ ანუკი რობაქიძესთან