თუ ოდესმე თვითმფრინავში ყოფილხართ და ფანჯრიდან ღრუბლებისთვის გადაგიღიათ ფოტო, მარტო ნამდვილად არ ხართ. ამ საერთო გამოცდილების ირგვლივ ტრიალებს British Airways-ის კამპანიაც — უბრალოდ, ამჯერად კამერა თვითმფრინავისკენაა მოტრიალებული და ადამიანების ცნობისმოყვარე სახეებს აფიქსირებს.
„მხოლოდ ჭეშმარიტად საკულტო ბრენდებს შეუძლიათ ნაკლების თქმა. ჟურნალი, რომელსაც ყველაზე მეტად ამჩნევ, არის ის, რომელსაც ნაკლები დეტალები აქვს გარეკანზე დატანილი. ასე ხდება პოსტერების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ ყველას უნიკალური მიზეზების გამო უყვარს მოგზაურობა და ჩვენს კამპანიაშიც ეს ინდივიდუალური ამბები ავსახეთ“, — განმარტავენ კომპანიაში.















