in

ქალი ლამპრით – ამბავი ფლორენს ნაითინგეილზე [ანიმაცია]

ბრიტანელ ჯარისკაცებში დღემდე დადის ლეგენდა ლამპრიან ქალზე, რომელიც 1854 წელს, ომში დაჭრილებს იმედად მოევლინათ. ეს ლამპრიანი ქალი ფლორენს ნაითინგეილი იყო – ადამიანი, რომელმაც ექთნის პროფესიას ჩაუყარა საფუძველი. პანდემიურ რეალობაში, ბრიტანულ არმიაში ახალი სლოგანი გამოჩნდა – “რეკრუტინგი ახლა და ყოველთვის”, რაც ახალწვეულების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ანიმაცია, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, ხაზს უსვამს იმ მძიმე შრომას, რაც ექთნებმა გადაიტანეს გასული თვეების განმავლობაში და კორონავირუსთან ბრძოლას ფლორენს ნაითინგეილის ყირიმის ომში, დაჭრილი ჯარისკაცების მოსავლელად გაღებულ ძალისხმევას ადარებს. ანიმაციაში ნაჩვენებია, როგორ ააგო ბრიტანულმა არმიამ ნაითინგეილის სახელობის შვიდი ჰოსპიტალი, კრიზისის დასაწყისში. ალბათ, გახსოვთ, ბრიტანული არმიის წინა კამპანია, სახელწოდებით “არმიული თავდაჯერებულობა სამუდამოა”. კამპანიის გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში, არმიაში მოხვედრის მსურველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კამპანიის წამოწყებიდან, სულ რაღაც, ერთ თვეში, აპლიკანტების რაოდენობამ 141% შეადგინა.  კამპანიაზე ბრიტანულმა სააგენტო Karmarama-მ იმუშავა.

BOG

Covid 19-ის ეფექტი სატელევიზიო ეთერის ყურებადობასა და მის სარეკლამო დანახარჯებზე

WWW.TIME.GE – საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია