in

15 მაისს ბრიტანულ ცენტრს საიუბილეო 15 წელი უსრულდება!

ბრიტანულ ცენტრს, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს, 15 მაისს საიუბილეო 15 წელი უსრულდება.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

დაკო ლომიძე

ბრიტანულმა ცენტრმა ფუნქციონირება 2003 წელს, მინიმალური რესურსებით დაიწყო.  კერძოდ, ვირსალაძის ქუჩაზე, ერთ პატარა შენობაში, სადაც მსმენელთათვის მხოლოდ სამი აუდიტორია ფუნქციონირებდა. ბრიტანული ცენტრი იყო პირველი სკოლა, რომელმაც საქართველოში დანერგა ქალანის მეთოდით სწავლება და აღნიშნულით ინგლისური ენის შესწავლის სფეროში ძირეული გარდატეხა მოახდინა.

იმ პერიოდისათვის, საქართველოში, ინგლისური ენის ცოდნა არც თუ ისე აქტუალური იყო, გარდა ამისა, მოსახლეობაში ჩამოყალიბებული იყო სტერეოტიპული დამოკიებულება, რომ უცხო ენის შესწავლას მრავალწლიანი, რუტინული მუშაობა ესაჭიროებოდა. ბრიტანულმა ცენტრმა ქალანის მეთოდის დანერგვით აღნიშნულ დამოკიდებულებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ქალანის მეთოდს მსოფლიოს 50-ამდე ქვეყანაში რამოდენიმე ასეული სკოლა აქტიურად იყენებდა, საქართველოში ამ მეთოდს არ იცნობდნენ და საზოგადოებისთვის რთულად დასაჯერებელი იყო, რომ ქალანის მეთოდი სხვა სტანდარტული მეთოდებისაგან განსხვავებით გაცილებით უფრო სწრაფად ასწავლის ინგლისურს ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს, ამავდროულად ეს პროცესი ადვილი, საინტერესო და სასიამოვნოა. აღნიშნულის პრაქტიკაში დანახვა ბრიტანული ცენტრის მსმენელებმა სულ ორიოდე თვეში შეძლეს და სკოლამ და მეთოდმა საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვება დაიწყო. მოკლე ვადებში კმაყოფილი მსმენელების რაოდენობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ სკოლა გაფართოების საჭიროების წინაშე დადგა.

დღესდღეობით, ბრიტანული ცენტრი 11 ფილიალს აერთიანებს. თბილისში არსებული 8 ფილიალის გარდა, ბრიტანული ცენტრის ფილიალები წარმოდგენილია რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.  

ამ წლების განმავლობაში, იყო ბევრი სირთულეც. კერძოდ, საქართველოში, ქალანის მეთოდის პოპულარიზაციასთან ერთად, გაჩდნენ ისეთი დაწესებულებები, რომლებიც მეთოდს არალიცენზირებულად იყენებდნენ და ამით საფრთხეს უქმნიდნენ როგორც ქალანის მეთოდის, ასევე ბრიტანული ცენტრის რეპუტაციას.

სწორედ ამიტომ, ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციასთან (CMO) ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, 2015 წელს, ბრიტანულ ცენტრსა და CMO-ს შორის გაფორმდა ტერიტორიული ექსკლუზიურობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბრიტანულ ცენტრს მიენიჭა საქართველოს ტერიტორიაზე ქალანის მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური უფლებამოსილება.

ბრიტანულ ცენტრში დასაქმებულია ასამდე ინგლისური ენის პედაგოგი, რომელთა პროფესიული გადამზადება ხდება CMO-ს მიერ სერტიფიცირებული ტრენერების მიერ. საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაზე დიდ ინვესტირებას სწორედ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაში ვახდენთ, რის შედეგადაც, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე  პედაგოგებით, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლი მიმდინარეობს ინგლისური მხარის მიერ.

ყოველწლიურად ბრიტანულ ცენტრში ინგლისურ ენას შეისწავლის ათასობით ინდივიდუალური მსმენელი, ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს კი წარმოადგენენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიები.

ჩვენ გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია ბრიტანული ცენტრი, ინგლისური ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ და პოპულარულ ცენტრს წარმოადგენს საქართველოში. აღნიშნული პოპულარობა და წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ცენტრისადმი გამოხატული ნდობა, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია სწავლების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფით და თითოეული მსმენელის წარმატებაზე ორიენტირებული მიდგომებით.

[R]

„მერსედესმა“ Maybach Ultimate Luxury-ის კონცეფცია წარადგინა

„ტოიოტას“ ახალი კამპანია ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობის მხარდასაჭერად