in

ბრიტანული ცენტრი, 5-დან 12 წლის ასაკის ბავშვებს კოსტავას 71-ში მდებარე ახალი ფილიალიდან მოემსახურება

ბრიტანულმა ცენტრმა“, რომელიც საქართველოში, ინგლისური ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ სკოლას წარმოადგენს, თბილისში, კოსტავას 71-ში ახალი ფილიალი გახსნა. ფილიალი განკუთვნილია  როგორც ზრდასრულთა, ასევე საბავშვო კურსებისთვის.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

საქართველოში, ინგლისურ ენას, ასე თუ ისე, თითქმის ყველა ბავშვი სწავლობს. ზოგი ბაღიდან, ზოგი სკოლაში, ზოგი კი კერძო რეპეტიტორთან ემზადება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ამისა, შესაბამისი შედეგები მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს, რაც ძირითად შემთხვევებში უხარისხო სასწავლო რესურსების  გამოყენებით ან არათანმიმდევრული სასწავლო მეთოდოლოგიით არის განპირობებული.

დადგენილია, რომ სწორედ 5-6 წელი გახლავთ უცხო ენის ყველაზე მარტივად და სწრაფად ათვისებისთვის საუკეთესო ასაკი. დღეს, მშობლების უმრავლესობას  ჩვენი შვილებისთვის ბილინგვური განათლების მიცემა გვაინტერესებს, რაც მათ საშუალებას  აძლევს მშობლიური ენის გარდა, მეორე ენაზეც ანალოგიურად თავისუფლად იაზროვნონ და

იმეტყველონ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკიდანვე მოხდეს მეორე ენის სისტემური და საფუძვლიანი შესწავლა.

პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის  უახლეს გამოცემას. ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ინგლისური. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების (როგორიცაა: მათემატიკა, ლოგიკა, მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა და სხვა) ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება  ეთმობა ბავშვებში კრიტიკული  და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.

ჩვენი ბავშვობისგან  განსხვავებით, ახალი ათასწლეულის განათლება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოზე ორიენტირებულ  და ე.. დაზუთხვის მეთოდზე დაფუძნებულ სწავლებას. Super Minds-ის საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აერთიანებს, როგორიცაა: თეატრალური დადგმები, მხატვრული წერაკითხვა, კარაოკე, ვიდეოკე და სხვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობს სამიზნე ენაზე, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში.

გამომდინარე იქიდან, რომ Super Minds სწავლების უახლეს მეთოდს წარმოადგენს, პროგრამა დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, ბავშვებისთვის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია იყვნენ დასაქმებული, ჰქონდეთ საკუთარი რუტინა, იყვნენ დაკავებული  ახლის შესწავლით, შემეცნებითი და გასართობი საქმიანობით, თანატოლებთან ურთიერთობით, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კურსები ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული საბავშვო კურსები გვაქვს როგორც თბილისის და ბათუმის ფილიალებში, ასევე გვაქვს ონლაინ კურსიც, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ბავშვისთვის კურსზე რეგისტრაციას.

[R]

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

საუკეთესო ხარისხის ხმოვანი კავშირი „სელფისგან”