in

3 მიზეზი, რატომ აკეთებს აქცენტს „ბრიტანული ცენტრი“ ონლაინ სწავლებაზე

„ბრიტანული ცენტრში“ მე-17 აკადემიური წელი იწყება. ახლა პრიორიტეტი „ონლაინ“ სწავლებას მიენიჭება. კურსზე, პირველი 3 საცდელი გაკვეთილი, უფასოა. ახალი სასწავლო წლიდან, „ონლაინ“ სწავლების დანერგვასა და მის პრიორიტეტებზე „ბრიტანული ცენტრის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი დაკო ლომიძე საუბრობს:

„Callan Method Organization – ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ, რამოდენიმე წლის წინ, საქართველოში მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მოგვანიჭა. ინგლისელი პარტნიორები, ბოლო წლებია, გვარწმუნებდნენ, ონლაინ სწავლების დანერგვის მნიშვნელობაში და შესაბამის ტრენინგებს უტარებდნენ ჩვენს აკადემიურ პერსონალს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის მიგვაჩნდა ჩვენი მსმენელები ამით დიდად არ მოიხიბლებოდნენ, ონლაინ გაკვეთილების დანერგვაზე თავს ვიკავებდით. აღმოჩნდა, რომ CMO-ს რეკომენდაციები და ონლაინ სწავლების ინსტრუქციები მაშინ გამოგვადგა, როცა პანდემიამ და ე.წ. ლოქდაუნმა გვიბიძგა, სრულად გადავრთულიყავით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. სწორედ მაშინ ვნახეთ, რომ შედეგებმა ჩვენს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მსმენელების უმრავლესობა უკუკავშირისას აფიქსირებდა ქალანის მეთოდის ონლაინ კურსებით აღტაცებას და ძირითადად ის სამი მიზეზი სახელდებოდა, რომელთა მეშვეობითაც ინგლისური ენის ქალანის მეთოდით შესწავლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და ეფექტური ხდება“.

საინტერესოა რა არის ეს ძირითადი საკითხები, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ონლაინ კურსები ბრიტანული ცენტრისთვის პრიორიტეტული გახდა?

დაკო ლომიძე: როგორც მოგახსენეთ, მომხმარებლის ანუ „ბრიტანული ცენტრის“ მსმენელების კმაყოფილება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია. სწორედ მათთან ურთიერთობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ონლაინ კურსების მრავალი დადებითი მიმართულებიდან გამორჩეულად მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებები:

პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა დროის მენეჯმენტს. თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში დრო ყველაზე დიდი კაპიტალია და ადამიანები დროის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისებას ცდილობენ. ქალანის მეთოდით, მოგეხსენებათ, დაჩქარებულად ისწავლება ინგლისური ენა და ამ დროს კიდევ თუ გამოვაკლებთ გადაადგილებაში დახარჯულ დროს ეს რა თქმა უნდა დროის დაზოგვის თვალსაზრისით გაცილებით ეფექტურს ხდის მეთოდს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ კურსზე მსმენელს შეუძლია, ჩაერთოს გაკვეთილზე მისთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან, იქნება ეს სახლი, სამსახური, კაფე-ბარი, პარკი თუ სხვა სივრცე. ეს კი ამ ძალზედ საინტერესო და სასიამოვნო მეთოდით ინგლისური ენის სწავლას ჩვენი მსმენელებისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

და ბოლოს, ონლაინ კურსზე ჯგუფები მცირერიცხოვანია, მაქსიმუმ, 5 მსმენელს ვარეგისტრირებთ თითოეულ ჯგუფში. ეს სწავლების ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის, ვინაიდან თითოეული მსმენელის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში თითქმის ორმაგდება.

„ბრიტანული ცენტრი“, როგორც აღნიშნეთ, მე-17 წელია ინგლისურ ენას, საქართველოში, ქალანის მეთოდით ასწავლის. ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანს სმენია ამ მეთოდის შესახებ და მრავალს მისი ეფექტურობა თავის თავზეც გამოუცდია. თუ შეგიძლიათ, ორიოდე სიტყვა, ქალანის მეთოდზე გვითხრათ, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის მის შესახებ?

ქალანის მეთოდი, ინგლისური ენის შესწავლის, უნიკალური მეთოდია. ის ბრიტანელმა ლინგვისტმა რობინ ქალანმა, ენის სპეციალისტებთან და ფსიქოლოგებთან ერთად, შექმნა. ქალანის მეთოდი ე.წ. პირდაპირი სწავლების მეთოდია და ის ტვინის რეფლექსურ მუშაობაზეა დაფუძნებული. სწრაფი კითხვა-პასუხის რეჟიმი ადამიანებს საშუალებას აძლევს, უცხო ენა ისე ისწავლოს, როგორც ბავშვი სწავლობს თავის მშობლიურ ენაზე საუბარს. ასე, რომ აქტიური კითხვა-პასუხი, მსმენელის მაქსიმალური ჩართულობა საუბრის პროცესში, თითქმის „საშინაო დავალების“ გარეშე  წარმართული პროცესი წარმოუდგენლად ეფექტურ შედეგებს იძლევა, უმოკლეს ვადებში. ქალანის მეთოდი, მთელს მსოფლიოში, დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული მეთოდით, ინგლისურ ენას, მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია „ბრიტანულ ცენტრს“ აქვს მინიჭებული, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლი ბრიტანული მხარის მიერ ხორციელდება.

CMO-ს მრავალი წელია, აპრობირებული აქვს ქალანის მეთოდით ონლაინ რეჟიმში სწავლება, გარდა პედაგოგთან ვიდეო გაკვეთილებისა, შექმნილია დისტანციური სწავლების ისეთი არხები, როგორიცაა: ინტერაქტიული სწავლების ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ როგორც სტანდარტული, ასევე ვიდეო-აუდიო სავარჯიშოების ინტერაქტიულ რეჟიმში შესრულება, შექმნილია იგივე ფუნქციონალის მობილური აპლიკაცია.

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქამდე მსგავსი კურსებით უარყოფითი გამოცდილება მიუღია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახალ მომხმარებლებს ვთავაზობთ, რეგისტრაციამდე დაესწრონ 3 უფასო საცდელ გაკვეთილს, რათა თავად დარწმუნდნენ მეთოდის ეფექტურობასა და სწავლების ხარისხში. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გვაქვს აგრეთვე ფასდაკლების აქცია – 15 სექტემბრამდე დარეგისტრირებული მსმენელებისთვის ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

 

[R]

ქართველი კომპოზიტორის, ნათელა სვანიძის უნიკალური 1974 წლის ჩანაწერები CES Records-ზე გამოიცემა

დანიელ ადიკაშვილის და ნიკა გაბაძის საერთო ჯაზ ალბომი