in

„ბრიტანული ცენტრი“ სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

„ბრიტანული ცენტრი“, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორის დაკო ლომიძის თქმით, ახლა, როცა COVID-19-ის პანდემიის გამო, მთელი მსოფლიო დისტანცირებისა და თვითიზოლაციის გამოწვევების წინაშეა, მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისის შეთავაზება უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

„მოგეხსენებათ, „ბრიტანული ცენტრი“ ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს საქართველოში. მომხმარებლებისგან, განსაკუთრებით კი ემიგრანტებისგან, მუდმივად გვქონდა მოთხოვნა, დისტანციურ რეჟიმში მიგვეწოდებინა მომსახურება, რასაც მცირე დოზით, წლების განმავლობაში ვახორციელებდით. თუმცა, აქამდე, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვიყავით ორიენტირებული და ვცდილობდით, ინგლისური ენის შესწავლა, მაქსიმალურად, ხელმისაწვდომი გაგვეხადა საქართველოს მოსახლეობისთვის – „ბრიტანული ცენტრი“, საქართველოს მასშტაბით, 13 ფილიალს აერთიანებს, გარდა დედაქალაქისა, ფილიალები გვაქვს რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. პარალელურად, ცხადია, ვმუშაობდით დისტანციური სერვისის დახვეწასა და განვითარებაზე. დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე კი, „ბრიტანული ცენტრი“, სრულ მომსახურებას „ონლაინ“ რეჟიმში განაგრძობს“.

დაკო ლომიძე

დაკო ლომიძე ამბობს, რომ სრული მოცულობით, დისტანციური სწავლებისთვის, „ბრიტანული ცენტრი“  აბსოლუტურად მზადაა. მისი თქმით, ნებისმიერ გამოწვევას, არა სირთულის, არამედ შესაძლებლობის ჭრილში უნდა შევხედოთ. მათ კი, ვისაც აქამდე დროის მუდმივი დეფიციტი ჰქონდა, დღევანდელი მოცემულობა სწავლისა და თვითგანვითარებისთვის უნდა გამოიყენონ.

„მოგეხსენებათ, „ბრიტანული ცენტრი“, ინგლისური ენის სწავლებისას ქალანის მეთოდს იყენებს. ეს ინგლისური ენის შესწავლის, უნიკალური მეთოდია, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ მეთოდით, ინგლისურ ენას, მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ამ მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია „ბრიტანულ ცენტრს“ აქვს მინიჭებული, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლი კი ბრიტანული მხარის მიერ ხორციელდება. CMO-ს მრავალი წელია აპრობირებული აქვს ქალანის მეთოდით „ონლაინ“ რეჟიმში სწავლება, გარდა პედაგოგთან ვიდეო გაკვეთილებისა, შექმნილია დისტანციური სწავლების ისეთი არხები, როგორებიცაა: ინტერაქტიული სწავლების „ონლაინ“ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ როგორც სტანდარტული, ისე ვიდეო-აუდიო სავარჯიშოების ინტერაქტიულ რეჟიმში შესრულება, შექმნილია იგივე ფუნქციონალის მობილური აპლიკაცია. აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგიურად და ტექნიკურად, სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადატანა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებს, რომლებმაც მიმდინარე კრიზისის პერიოდში, ჩვენი სტუდენტებისთვის აღნიშნულ არხებზე წვდომა კიდევ უფრო მოქნილი გახადეს“.

[R]

Apple-ის ოფიციალური ცნობით, 2020 წელს ქართული App Store გვექნება

თიბისი ბანკმა, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან, $50 მილიონის ფინანსური რესურსი მოიზიდა