11
Feb
2016

BC  Challenge – ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ოლიმპიადა

11 Feb 2016

chalბრიტანული ცენტრი, რომელიც ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს საქართველოში, წელს პირველად, 2016 წლის მარტში ახორციელებს ყველაზე მასშტაბურ სტუდენტურ ოლიმპიადას ინგლისურ ენაში – BC Challenge. ოლიმპიადა გამოირჩევა უპრეცედენტო საპრიზო ფონდით, გამარჯვებულთა გამოვლენისა და დაჯილდოების უნიკალური სისტემით.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი: “ოლიმპიადის მიზანია: ინგლისური ენის პოპულარიზაცია, სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, სამართლიანი მიუკერძოებელი და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და წახალისება. ოლიმპიადა ჩატარდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს. ოლიმპიადა გამოირჩევა უპრეცედენტო საპრიზო ფონდით, ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამარჯვებულების გამოვლენა და პრიზებით დაჯილდოება ხდება ოლიმპიადის სამივე ეტაპზე.”

Unknown 1ნინო მგელაძე, ბრიტანული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “გარდა იმისა, რომ ბრიტანული ცენტრი საქართველოში თავად ახორციელებს ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანებისათავის ინგლისური ენის სწავლებას, ჩვენი საქმიანობის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში წამყვან საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის სხვადასხვა ტიპის გაცვლითი სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქედან, რომ ბრიტანეთში სწავლა არც თუ ისე იაფია, წლების განმავლობაში სტუდენტებისგან მუდმივად ვიღებდით თხოვნას შეგვეთავაზებინა მათთვის რაიმე სახის კონკურსი თანადაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, წელს პირველად, ვპასუხობთ არსებულ მოთხოვნას და ვახორციელებთ საქართველოში მართლაც უპრეცედენტო სტუდენტურ ოლიმპიადას, სადაც სხვა უამრავ პრიზთან ერთად ოლიმპიადაში მონაწილე საუკეთესო სამეულს შესაძლებლობა აქვს მოიგოს ნებისმიერი სტუდენტისთვის საოცნებო პრიზი – 2 კვირიანი საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში.”

[R]

 

განხილვა