in

ბრიტანეთის საბჭო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის სატრენინგო მოდულს იწყებს

სატრენინგო მოდული „შემოქმედებითი აზროვნება“ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ახალ ხედვას განუვითარებს

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „Crafting Futures“ ფარგლებში, 20, 21, 26 27 და 28 მაისს ჩატარდება ონლაინ ტრენინგები 15 პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებისთვის, სადაც ისინი სტუდენტებად მოგვევლინებიან და თავად გაივლიან იმ სასწავლო მასალას, რომელსაც 9,10,11,16,17 ივნისს უშუალოდ სტუდენტები უნდა დაეუფლონ.

რას მოიცავს სატრენინგო მოდული და რატომ არის ის სტუდენტებისთვის საინტერესო?

მოდული „შემოქმედებითი აზროვნება“ სტუდენტებს დაეხმარება პრობლემის გადასაჭრელად ალტერნატიული გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში, მათგან საუკეთესო ალტერნატივის შერჩევასა და შეძენილი გამოცდილების ანალიზში (თვითრეფლექსია).

თემები, რომლებსაც მოდული მოიცავს: იდეების განვითარების გზები და საშუალებები, აზროვნების რუკები (მაორგანიზებლები), შემთხვევითი ასოციაცია, ვიზუალური ინტერპრეტაცია); ექსპერიმენტირების მეთოდები; პროტოტიპირების მეთოდები; ექსპერიმენტული ხატვის მეთოდები; მოდელირების ტექნიკები (კონცეპტუალური ან/და ფიზიკური); დიზაინ-აზროვნების მეთოდოლოგია და მრავალი სხვა.

რა ფორმით განხორციელდება ტრენინგი და შესაბამისი აქტივობები?

ტრენინგის მონაწილეები აქტივობებს შეასრულებენ ტრენერების მიერ მიცემული დავალების საფუძველზე. მიცემული ქეისის საფუძველზე პროფესიულმა სტუდენტებმა უნდა შეარჩიონ პრობლემა და შეეცადონ მის გადაჭრას. ერთი ქეისი შეიძლება მოიცავდეს ერთზე მეტ პრობლემას. პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ შეარჩიონ და იმუშაონ ერთსა და იმავე ან განსხვავებულ პრობლემებზე მისი გადაწყვეტის ალტერნატიული (განსხვავებული) გზები შეიმუშაონ. პრობლემა უნდა იყოს კომპლექსური და პოტენციურად მოიცავდეს გადაჭრის ალტერნატიულ გზებსა და ჩართული მხარეების ფართო სპექტრს.

რამდენადაც მოდული დისტანციურად ტარდება, ტრენინგის მონაწილეებს დასჭირდებათ წვდომა ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერზე. ასევე, პროექტის სპეციფიკიდან და სწავლის სფეროდან გამომდინარე, შეიძლება დასჭირდეთ პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ განსაზღვრული რესურსები. სწავლის შედეგების მისაღწევად და ტექნიკური და კონცეპტუალური უნარების გამოსამუშავებლად, პროფესიული განათლების მასწავლებლის მითითების საფუძველზე, პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ იმუშაონ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

ჯგუფურად მუშაობისას ტრენინგის მონაწილეები ყურადღებას მიაქცევენ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ან შეუშლის პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას. სტუდენტები კი შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს და აწარმოებენ ჩანაწერების ჟურნალს, რომელიც სწავლის პროცესს ასახავს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკომენდაციებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებს.

საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულს და წარმოადგენს მის მოდიფიკაციას (მისაღწევი სწავლის შედეგების თვისობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებას) და/ან აკომოდაციას (სწავლებისა და შეფასების მიდგომებში ცვლილებას მისაღწევი სწავლის შედეგების ცვლილების გარეშე). შესაბამისად, აზუსტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის საჭირო  დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამოიყენება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისთვის. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის მიმდინარე შეფასება ხორციელდება ინდივიდუალურად, განსაზღვრულ მისაღწევ სწავლის შედეგებთან, ხოლო საბოლოო შეფასება და კრედიტების მინიჭება – საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის მოთხოვნებთან მიმართებით.

პროგრამა Crafting Futures შესახებ

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა Crafting Futures მიზნად ისახავს ტრადიციული რეწვის სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამა მსოფლიოს ყველა კუთხეში ხორციელდება მათ შორის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის,  და ლათინური ამერიკის ქვეყნებსა და ამიერკავკასიაში. საქართველოში პროგრამის წამყვანი ბრიტანელი პარტნიორია პლიმუთის ხელოვნების კოლეჯი, ქართული მხარიდან კი, პარტნიორები არიან ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო. პროგრამას რამდენიმე მიზანი აქვს და ისინი თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, კერძოდ:

  • მიზანი 4: ტრადიციული რეწვის სფეროში საგანმანათლებლო და სამეწარმეო უნარების ტრენინგები, შემოქმედებითი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, კვლევებისა და სახელმძღვანელო კრებულების საშუალებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • მიზანი 5:  ტრადიციულ რეწვაში დასაქმებული ქალების აღიარება და ეკონომიკური გაძლიერება.
  • მიზანი 8: ახალგაზრდების ჩართულობა ხელს უწყობს კრეატიულობას და ინოვაციურობას ყველასთვის, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და ინკლუზიურ ზრდას.
  • მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ძველისა და ახლის, ხელნაკეთისა და ციფრულის, სასოფლოს და ურბანულის, კულტურულისა და ეკონომიკურის გაერთიანებით, რაც მათ თანასწორობას უზრუნველყოფს.
  • მიზანი 12: მდგრადი და ეთიკური პროდუქტის

საქართველოში პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება:

  1. რეწვაზე და ხელოვნებაზე  ფოკუსირებული შემოქმედებითი სწავლის პროცესი. ამ მოდულის (Creative Learning Moduleშექმნა პროფესიული სასწავლებლებისთვის საქართველოში ხდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით. ეს ახალი სასწავლო მოდული, რომელშიც შეტანილი იქნება პლიმუთის ხელოვნების კოლეჯში აპრობირებული შემოქმედებითი და ინტერაქციული სასწავლო მასალა და მეთოდები, ონლაინ სწავლების პრინციპებს დაეყრდნობა, კოვიდ პანდემიიის გათვალისწინებით. პედაგოგთა და სტუდენტთა საპილოტო ჯგუფებთან თანამშრომლობის და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდება ამ მოდულის პილოტირება შერჩეულ პროფესიულ კოლეჯებში. ჩვენი საბოლოო მიზანია, ამ მოდულის ჩართვა საქართველოს პროფესიული კოლეჯების სასწავლო პროგრამაში.
  2. პროგრამის ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა რეწვის სექტორის კვლევა, ბრიტანული ექპერტიზის გათვალისწინებით. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით, ვსწავლობთ ადგილობრივად გავრცელებული ცოდნის გადაცემის პრაქტიკას – როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სივრცეებში. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია თაობათა შორის – ოჯახში ან თემში – ცოდნის გადაცემის მეთოდები და რეწვის სექტორში შემოსავლის გამომუშავების პოტენციალი. ასევე, შევისწავლით არსებულ ფინანსურ და სამეწარმეო უნარებს და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა რეწვის სექტორმა მიაღწიოს სამეწარმეო და ფინანსურ  მდგრადობას, რითაც სექტორისთვის საერთაშორისო ბაზარზე წვდომის პერსპექტივა გაუმჯობესდება.

 

[R]

ახალი კვლევა – ულტრაბგერითი თერაპიის მეშვეობით, მაღალი წნევის მკურნალობაა შესაძლებელი!

როგორ ვებრძოლოთ კვირა დღის საღამოს სევდას! – სასიამოვნო რიტუალი ორშაბათის დადგომამდე