in

“სტუდენტები თავდაჯერებულად საუბარს პირველივე გაკვეთილიდან იწყებენ” – ინგლისური ენის კურსები ბრიტანეთის საბჭოში

ბრიტანეთის საბჭო (British Council) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში, კულტურისა და განათლების სფეროების განვითარებაზე ზრუნავს. ორგანიზაცია საქართველოში უკვე 6 წელია ეხმარება ენის პროფესიონალურად შესწავლაში, როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს. მათ, ვისაც ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატის მოპოვება უნდა, ბრიტანულ საბჭოში შეუძლია არამხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდის ჩაბარება, არამედ მისთვის მომზადებაც. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გარდა კვალიფიციური პედაგოგებისა და სასწავლო სისტემისა, ბრიტანეთის საბჭო სტუდენტებს ხელს უწყობს დამატებითი უნარებისა და ცოდნის დაგროვებაში. დეტალებზე მარკეტერი სასწავლო ცენტრის მენეჯერს, სტივენ შელის, ესაუბრა.

 

M: ვისთვის არის ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსები?

ბრიტანეთის საბჭოს აქვს ინგლისურის სასწავლო კურსები, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ერთი მხრივ, თუ ინგლისურის გაუმჯობესება გჭირდებათ სამსახურისთვის, სასწავლებლად ან საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებლად (IELTS, კემბრიჯის გამოცდა), ან ოფიციალური გამოცდის ჩაბარება. ამასთან, შეგიძლიათ შეამოწმოთ, რა დონეზე იცით ინგლისური ენა. მეორე მხრივ, სასწავლო კურსები გვაქვს ბავშვებისთვისაც, 7 წლიდან ზემოთ. კურსს ჰქვია Primary Plus. ესაა ბრიტანული საბჭოს სასწავლო სისტემა, რომელსაც ჩვენივე მასალებით უზრუნველვყოფთ და ბავშვებს ისეთი დამატებითი უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით, რაც მათ სკოლის გარეთ, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეთ. ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ ენას, სწავლება მოიცავს შემეცნებით ნაწილსაც, მაგალითად, გეოგრაფია, ისტორია, ტექნოლოგიები და ა.შ.

ყველაზე სწორი იქნება, თავდაპირველად, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ტესტირებაზე, შეარჩიოთ დრო. ტესტირების და კონსულტაციის საფუძველზე გავიგებთ, რომელი კურსიდან და რა დონიდან უნდა დავიწყოთ ბავშვთან მუშაობა.

M: თბილისში ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც ინგლისურს ასწავლის. როგორ უმკლავდებით მათთან კონკურენციას?

კი, ნამდვილად ბევრი ორგანიზაციაა. თუმცა, ხშირად, სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები თავისუფლად საუბარს ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი პრიორიტეტი კომუნიკაცია, რის გამოც, სასწავლო პროცესში ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ინგლისურად მეტყველებას. ყველა გაკვეთილი სახალისო და მოტივაციის მომცემია. ამიტომაა, რომ სტუდენტები საუბარს პირველივე გაკვეთილიდან იწყებენ და მშვიდად და თავდაჯერებულად საუბრობენ.

M: რა სირთულეებს აწყდებიან სტუდენტები სწავლის პროცესში?

ბევრ სტუდენტს ესმის ენა, თუმცა უჭირს საუბარი. სწორედ ამიტომ, ჩვენი კურსის პრიორიტეტი საუბარია. ამგვარად, მათ ემატებათ თავდაჯერებულობა და ახერხებენ კომუნიკაციას იმ დონეზე, რა დონეზეც იციან ენა. ბევრი კრიტიკულად ეკიდება საკუთარ თავს, უცხო ენის შესწავლას. ვფიქრობ, როდესაც ენას ეუფლები, საკუთარ თავს ლმობიერად უნდა მოექცე. ამდენად, გაკვეთილებზე ვცდილობთ მაქსიმალური მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ, რომ სწავლის პროცესი მათთვის ხალისიანი იყოს და თავდაჯერებულობა მოემატოთ.

M: ბევრი ვერ ასწრებს დავალების გაკეთებას. რა ხდება ასეთ დროს?

დიახ, ბევრისთვის სირთულეს წარმოადგენს საშინაო დავალების შესრულება. დატვირთული სამუშაო დღის ფონზე, კიდევ მეცადინეობა ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა, არჩევანის საშუალებას ვაძლევთ, რომ ასეთ შემთხვევაში, გააკეთონ ის მინიმუმი, რაც მასალის ათვისებაში დაეხმარება. ასე რომ, ზრდასრულებს აქვთ ალტერნატივა – გააკეთონ დავალება სრულად ან ნაწილობრივ. ხოლო ბავშვების შემთხვევაში, ვცდილობთ მაქსიმალურად მივაჩვიოთ სახლში მუშაობასაც, რაც მათ სწავლის ჩვევისა და ზოგადად, პასუხისმგებლობის გამომუშავებაში დაეხმარება. მათი სამუშაო ლიტერატურა ფერადი და სახალისოა, რომ სწავლის სურვილი გაუღვივოს, თან სატარებლადაც მსუბუქი. საბედნიეროდ, მშობლები ხშირად გვწერენ, რომ სწავლების შედეგად, ბავშვებმა წიგნების კითხვა დაიწყეს, უფრო პასუხისმგებლიანები გახდნენ, რაც ძალიან გვახარებს.

M: ცოტა რამ მასწავლებლების კვალიფიკაციაზე…

ჩვენი ყველა მასწავლებელი პროფესიონალია, რომლებსაც რეგულარულად ვეხმარებით კვალიფიკაციის ამაღლებაში. შეხვედრებზე, სტუდენტებს მაქსიმალურად ეძლევათ საუბრის საშუალება, ხოლო მასწავლებელი მაქსიმალურად ეხმარება. გვჯერა, რომ გაკვეთილებზე ინგლისურად საუბარი საუკეთესო გზაა ენის ასათვისებლად. საუბრის გარდა, სტუდენტები სწავლობენ გრამატიკას, იმდიდრებენ ლექსიკას, ყველა უნარს, რაც ენის უკეთ ფლობას უზრუნველყოფს. ამასთან, ვიყენებთ ჩვენს მაღალი ხარისხის სასწავლო მასალას, რომელიც ადაპტირებულია სტუდენტზე. ნაკლებად ვიყენებთ Text Book-ს. უმეტესწილად, მასწავლებლის დახმარებით, სტუდენტები არჩევენ დამატებით მასალას და განიხილავენ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად ვიწვევთ ახალ პედაგოგებს, რომლებიც სწავლობენ ქართულს, რათა უკეთ გაუგონ სტუდენტებს და ამავდროულად, თავადაც გაუადვილდეთ ადაპტირება.

M: რას მიიჩნევთ მთავარ ღირებულებად, რასაც კურსის მონაწილეები იღებენ თქვენგან?

ვფიქრობთ, პირველ რიგში, ესაა ურთიერთობები. გარდა სწავლებისა, სტუდენტები ეცნობიან კულტურას, ხელოვნებას, ტექნოლოგიებს. საკლასო ოთახში სწავლა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე აუცილებელია კლასგარეშე აქტივობები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი მოსწავლეებისთვის. ყოველთვის ვაძლევთ საშინაო დავალებას და ვცდილობთ წავახალისოთ ამ სამუშაოს შესრულებაში. შეიძლება ეს იყოს ფილმის ორიგინალში (ინგლისურად) ყურება, რომ მოსმენილის აღქმა უკეთ შეძლონ და შემდეგ, საუბრისას გამოიყენონ. ასევე, ეროვნულ მუზეუმში სპეციალურ გაკვეთილს ვაწყობთ, შემდეგ იქ გაგონილ ინფორმაციას განვიხილავთ-ხოლმე. ასევე, გვაქვს სპეციალური კლუბი, Extra English Club, წიგნის საკითხავად, ფილმის საყურებლად და დისკუსიებისთვის.

M: როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ბრიტანეთის საბჭოს კურსზე მოხვედრა?

ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სადაც შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი და მიუთითონ, რომელ მისამართზე სურთ სწავლა. ენის ცოდნის განმსაზღვრელი ტესტის საშუალებით, ჩვენ ვურჩევთ, რომელი კურსი არის სტუდენტისთვის ყველაზე შესაფერისი.

M: ბოლო პერიოდში გაფართოვდით…

ამ მისამართზე უკვე 6 წელია, რაც ვართ. ცოტა ხნის წინ, გავფართოვდით და ევროპულ სკოლაშიც არის შესაძლებლობა ჩვენი კურსების გავლა. ესაა საერთაშორისო სკოლა, არაჩვეულებრივი გარემოთი – იგივე მასალა, პროფესიონალი მასწავლებლები, იგივე სტანდარტები… ასე რომ, შეგიძლიათ აირჩიოთ, სასწავლებლად იაროთ რუსთაველზე თუ საბურთალოზე.

[R]

ევროპული გუდაური საბჭოთა კავშირის დროს! კურორტისა და სასტუმრო „მარკო-პოლოს“ ისტორია

იყვირე! შეცვალე თამაში! – Nike-ის ვიდეორგოლი