in

მურალები გულის შეტევით გარდაცვლილ გულშემატკივრებს მიუძღვნეს

UEFA Euro 2024-ის მოახლოებასთან ერთად, მღელვარებაც იმატებს, ახალი სარეკლამო კამპანია Til I Died კი ემოციური სთორითელინგით ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრებს გვახსენებს, რომლებიც გულის დაავადების გამო ნაადრევად გარდაიცვალნენ… Saatchi & Saatchi-სთან ერთად, British Heart Foundation-ის (BHF) გულსისხლძარღვთა კვლევით საქველმოქმედო ორგანიზაცია მურალებით ფეხბურთის 12 ახალგაზრდა გულშემატკივარს გვაცნობს, რომელთა ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. 

BOG

ამ ამბის უკან სტატისტიკა დგას, რომლის თანახმადაც გაერთიანებულ სამეფოში ყოველ კვირას საშუალოდ 12 ახალგაზრდა იღუპება გულის უეცარი შეტევით. ამგვარად, საჭირო ხდება ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა, კვლევა, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება. აღნიშნული კამპანიაც სწორედ ამ რესურსების მოძიებას ისახავს მიზნად, სურთ, რაც შეიძლება მეტად მიაწოდონ ადამიანებს ხმა, გაზარდონ ცნობიერება გულსისხლძაღღვთა დაავადებების მიმართ და ერთობლივი ძალებით საჭირო ფინანსური რესურსებიც დააგროვონ.

თუმცა, ამასთან ერთად, შემოქმედებითი ნამუშევარი მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას ახალგაზრდების სიყვარულზე ფეხბურთის მიმართ…

როგორც ხედავთ, კამპანია საკმაოდ დიდი ზომის მურალებს მოიცავს, რომელთაგანაც თითოეული ინდივიდუალურად ხელით სახელგანთქმული არტისტის Grand Visual-ის მიერ არის შესრულებული. მურალებზე 12 მოზარდია ნაჩვენები მომღიმარი სახით, რითაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ოდესღაც ისინი ცხოვრობდნენ და თამაშობდნენ…

არ მაქვს სიტყვები, რომლითაც ამ ნამუშევარზე ადეკვატურად საუბარს შევძლებ. შეიქმნა ჩვენს შესანიშნავ მომხმარებლებთან და ამ ბავშვების ოჯახებთან თანამშრომლობით. უდიდესი მადლობა მათ, ვიმედოვნებ, უამრავ ფულს მოვიზიდავთ სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო კვლევების ჩასატარებლად, — აცხადებს ფრანკი გუდვინი, Saatchi & Saatchi-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

მურალები გაერთიანებული სამეფოს 9 ქალაქშია განთავსებული, რაზეც ცალკე PHD-ის მედია სააგენტომ იმუშავა. ისეთ ადგილებში განათავსეს, სადაც მაქსიმალურ ხილვადობას მიიღებდა ახალგაზრდა გულშემატკივრებისგან ევროპის ჩემპიონატის დროს. 

ყველა მურალის უკან დგას ოჯახი, რომელმაც საყვარელი წევრი ძალიან ადრე დაკარგა… ჩვენ მადლიერები ვართ ოჯახების, რომლებიც დაგვთანხმდნენ საყვარელი წევრების გახსენებაზე, დაგვეხმარნენ ცნობიერების ამაღლებასა და, შესაბამისად, თანხების მოზიდვაში, რომლებიც გულის დაავადებების კვლევებისთვისაა საჭირო, — აცხადებს დამიონ მოუერი, British Heart Foundation-ის ხელმძღვანელი.

 

 

PS5 ყოველი დღის მეათასე მომხმარებელს და ევროპის ჩემპიონატის 3 საგზური სოკარისგან

დაბალი რისკი, მაღალი უკუგება — ინვესტირება უძრავ ქონებაში