in

ბრიტანეთის საბჭო, სამეწარმეო განათლების ხელშეწყობისთვის, ღია საგრანტო კონკურსს აცხადებს

ბრიტანეთის საბჭომ დაიწყო პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა“, რომლის მიზანი ქვეყანაში სამეწარმეო განათლების ხელშეწყობაა. 5 წლიანი გეგმა სამ კომპონენტს აერთიანებს. ესენია: ტრენინგების ჩატარება სამეწარმეო უნარებში, ინგლისური ენის ცოდნის ამაღლება და ბრიტანულ – ქართული საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური პარტნიორობით, შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების ცენტრების შექმნა. ამ მიზნებს ემსახურება ბრიტანეთის საბჭოს ღია საგრანტო კონკურსი. 

bog
bog-mob

[fbvideo link=”https://www.facebook.com/BritishCouncilGeorgia/videos/244508486259838/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა წარადგინონ სასწავლო ცენტრების შექმნის გეგმა და თავად მოიძიონ პოტენციური პარტნიორი ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 8 ოქტომბერია (23:59). გამარჯვებული ინსტიტუცია მიიღებს 50 000 ფუნტს, 2 წლის მანძილზე. პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი 3 წლის განმავლობაში, თანამშრომლობა, თვითდაფინანსების პრინციპით უნდა გაგრძელდეს.

ზაზა ფურცელაძე (ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში): „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა“ არის ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა, რომლის მიზანია სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა და საქართველოს გარდა, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ხორციელდება. ზოგადად, სამეწარმეო განათლების ხელშეწყობას, დიდ ბრიტანეთში, დიდი ყურადღება ექცევა, პრაქტიკულად, უმაღლესი სასწავლებლების 50%-ზე მეტი, სტუდენტებს სპეციალურ კურიკულუმებსა და დამატებით პროგრამას სთავაზობს, რომ მათ საჭირო უნარ – ჩვევების განვითარება შეძლონ. მათი მიზანია, კურსდამთავრებულმა მოახერხოს საკუთარი ბიზნესის დაწყება და შემდეგ, მისი მართვა. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მეწარმეობას, ბრიტანეთის ეკონომიკაში დიდი ადგილი უკავია. პრაქტიკულად, ქვეყნის საშუალო კლასს მეწარმეები ქმნიან. საქართველოში, ამ კუთხით, სერიოზული გამოწვევები არსებობს, განსაკუთრებით შემოქმედებით ინდუსტრიაში. ბრიტანეთის საბჭო 2015-2017 წლებში ახორციელებდა პროექტს „კულტურა და კრეატიულობა“, რომლის მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და კულტურის სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავდა სემინარებს, კონფერენციებს, საკონსულტაციო შეხვედრებს და ა.შ. მისი დასრულების შემდეგ მომზადდა რეკომენდაციები, რა მიმართულებით იყო სამუშაო გასაგრძელებელი  და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამის“ განხორციელება. სამეწარმეო საქმიანობა ის მიმართულებაა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. სტუდენტები ან უკვე შემდგარი მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები, რეჟისორები ძალიან ძლიერები არიან თავიანთ სფეროში, მაგრამ როდესაც საქმე ხელოვნების მეწარმეობის კუთხით წაყვანას ეხება, აქ ცოტა რთულადაა საქმე. აუცილებელია მენეჯმენტის, ფინანსების, საავტორო უფლებების, თანხების მოზიდვისა და მართვის საბაზისო ცოდნა. დღეს, სამწუხაროდ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყველა ხელოვანს საკუთარი მენეჯერი ჰყავდეს და ასეც რომ იყოს, აუცილებელია,  ხელოვანებს ჰქონდეთ ცოდნა მეწარმეობაზე, თუნდაც, საბაზისო დონეზე. ზუსტად ამ გამოწვევას ეხმიანება ჩვენი პროგრამა და განსაკუთრებით, მისი ერთ-ერთი კომპონენტი, ღია საგრანტო კონკურსი. პროექტის მიზანია, საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გაზიარება და ჩამოტანა საქართველოში, სპეციალური საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა უნივერსიტეტების ბაზაზე. ასე სტუდენტები და უკვე შემდგარი პროფესიონალები შეძლებენ, შემოქმედებით ინდუსტრიაში საჭირო სამეწარმეო უნარ – ჩვევების შეძენას.

კონკრეტულად რა უნდა ისწავლებოდეს ამ ცენტრებში?

.. : როცა კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება და მიიღებს გრანტს, 50 000 ფუნტს, უნდა შექმნას სამეწარმეო განათლების ცენტრი, სადაც თავის ან სხვა სასწავლო დაწესებულებიდან მოწვეულ სტუდენტებს ბიზნეს ინკუბატორის, ვორქშოპების, ტრენინგების საშუალებით მისცემს სამეწარმეო საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს – იქნება ეს „ფიჩინგი“ (პრეზენტაცია, პროექტის ან პროდუქტის წარდგენა), თუ მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი და ა.შ. თუმცა, გამარჯვებამდე, კონკურსანტებმა, ამ ცენტრის შექმნისა და შემდეგ მისი ფუნქციონირების დეტალური გეგმა უნდა წარმოადგინონ. ასევე, უნდა მოიძიონ ბრიტანელი პარტნიორ(ებ)ი, რომელთან ერთადაც ამ პროექტის განაცხადს შექმნიან და განახორციელებენ. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა 5 წლიანია. თანხას გამარჯვებული გუნდი, ორი წლის განმავლობაში მიიღებს. ამ ორი წლის განმავლობაში დაგროვდება იმდენი ცოდნა და გამოცდილება, რომ პროგრამის მონაწილეებმა შეძლონ თავად მოიძიონ ახალი პარტნიორები და ფინანსები, რაც უზრუნველყოფს ცენტრის მდგრად ფუნქციონირებას სამომავლოდ. ჩვენი ერთი-ერთი მიზანი ისიცაა, რომ 5 წლის შემდეგ, მათ შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა?

.. : უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე შემოქმედებით ინსტიტუციებს, მაგალითად, ადგილობრივი მმართველობისა და მუნიციპალიტეტების კულტურის დეპარტამენტებს, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ამ მხრივ, როგორც ხედავთ, შეზღუდვა არ არის. მთვარია, მათ მოიძიონ და დააინტერესონ  ბრიტანელი პარტნიორი და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის კუთხით, შექმნან ცენტრის იდეა, წარმოადგინონ კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. ლოგიკური ჯაჭვი უნდა შეკრან, როგორ დაიწყებენ, იფუნქციონირებენ და მივლენ საბოლოო მიზნამდე 5 წლის თავზე.

მაია დარჩია (ხელოვნების პროგრამის მენეჯერი): პროგრამა უკვე დაწყებულია. ახლა სხვადასხვა ორგანიზაციას, მაგალითად, სამხატვრო აკადემიას, თეატრალურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიას უკვე აქვთ კომუნიკაცია Creative Georgia-სთან, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებს, ბრიტანულ მხარესთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება. ასევე, უკავშირდება სხვადასხვა ბრიტანელ უნივერსიტეტებსა და სამეწარმეო განათლების ცენტრებს. კონკურსის ერთ-ერთი პირობა კიდევ ის არის, რომ ბრიტანულმა მხარემ უნდა გააკეთოს ამ კოლაბორაციასა და სამოქმედო გეგმაზე საკონკურსო განაცხადი, თუმცა, პროექტში ქართული მხარის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. განაცხადების მიღება 8 ოქტომბერს შეწყდება. ამ პროგრამით, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც არიან დაინტერესებულები, სავალდებულო სულაც არ არის მხოლოდ შემოქმედებითი პროფილის სასწავლებლებმა მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ეს არის რეალური შესაძლებლობა, ქართულ და ბრიტანულ ინსტიტუციას შორის დამყარდეს ისეთი თანამშრომლობა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, შექმნილმა ცენტრებმა უკვე დამოუკიდებლად გააგრძელონ ფუნქციონირება. პროგრამით ასეთი დაინტერესება ნიშნავს, რომ საქართველოში შემოქმედებითი სამეწარმეო განათლების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. რეალურად, კულტურას ხომ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

რაც შეეხება მთლიანად, ამ პროექტის სარგებელს . . .

.. : პირველ რიგში, საქართველოსა და ბრიტანეთის ინსტიტუციებს შორის დამყარდება ახალი ურთიერთობები, რაც ასე საჭიროა. გარდა ამისა, პროგრამა ხელს შეუწყობს კულტურის წილის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ საამისოდ გამოადგებათ ხელოვან ადამიანებს სამეწარმეო უნარები: ისწავლიან, როგორ დაწერონ ბიზნეს გეგმა, როგორ გაყიდონ თავიანთი შემოქმედებითი პროდუქტი ან დაიცვან საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება. ეს არის ძალიან მოთხოვნადი ბაზარი და საგანმანათლებლო ინსტიტუციების ვალდებულებაა, მოამზადონ შესაბამისი კადრები. სხვათა შორის, კულტურის სამინისტრო ძალიან დაინტერესებულია ამ პროგრამით, რადგან ქვეყნის კულტურის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება. სახელმწიფოებრივ დონეზე, ძალიან კარგად არის გააზრებული ამ სექტორის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის.

საგრანტო კომპონენტის გარდა, კიდევ რას ითვალისწინებს „შემოქმედებითი ნაპერწკალისამეწარმეო განათლების პროგრამა“ ?

.. : ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ინგლისური ენის სწავლება. როგორც წესი, ინგლისურის არცოდნა ხელს უშლის საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას. ამიტომ, იმ ცენტრებს, რომლებიც საგრანტო კონკურსის შემდეგ გაიხსნება, ბრიტანეთის საბჭო პირდაპირ გამზადებულ პროგრამას მისცემს ინგლისურის ცოდნის გასაუმჯობესებლად.

.. : გარდა ამისა, იქნება ვიდეო კონკურსი „ფიჩინგში“, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაწერონ საკუთარი პრეზენტაცია, წარადგინონ პროდუქტი ან სერვისი და წარუდგინონ პოტენციურ დამფინანსებლებს. გარდა ამისა, გაიმართება რეგიონალური და ადგილობრივი კონფერენციები, სწორედ კრეატიული ინდუსტრიის დღევანდელ დღესა და გამოწვევებზე იქნება საუბარი.

[R]

Utouch – სახსრების, თვალისა და კისრის მასაჟორი

„სუფთა სახლი“ მე-100 ფილიალს ხსნის