in

ბრიუსელში კოტე მიქაბერიძის ფილმის “ჩემი ბებია” ჩვენება გაიმართება

16-დან 19 იანვრის ჩათვლით, ბრიუსელში, 1929 წელს გადაღებული ფილმის “ჩემი ბებია” ჩვენება გაიმართება. აღნიშნული ფილმი კოტე მიქაბერიძეს ეკუთვნის. ფილმი არის საბჭოთა ექსცენტრული კინოს მაგალითი, იგი სატირულად გადმოსცემს ცხოვრებას საბჭოთა კავშირში. “ჩემი ბებია” 40 წლის განმავლობაში იყო აკრძალული. მისი აღდგენა მხოლოდ 1976 წელს მოხერხდა. ფილმის ჩვენებას ბრიუსელში მუსიკალურად რეზო და გიორგი კიკნაძეები გააფორმებენ.

წყარო: Bozar

„სიყვარულით, დედიკოსგან“ – ჩინური ახალი წლისთვის მზადება დაიწყო

როგორი იყო 2018 წელი ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში – ინტერვიუ ბაღის დირექტორთან