in

ლუდის ბრენდმა Calvin Klein-ის რეკლამა იუმორისტულად გარდაქმნა

BOG
BOG

Brlo-მ, ლუდის მწარმოებელმა, Calvin Klein-ის ვირუსულად გავრცელებული რეკლამა იუმორისტულად გარდაქმნა და თავის კონტენტად აქცია. თუკი ტანსაცმლის ბრენდის რეკლამაში ცნობილ მსახიობს, დახვეწილი სხეულითა და ესთეტიკური კადრებით ვხედავდით, ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა…

მთავარი გმირი რეალისტურად აცოცხლებს რიგითი ადამიანების სახეს. შეულამაზებლად გვიჩვენებს ჩვეულებრივი ინდივიდების სხეულს — თან სიმღერის ტექსტიც იმას შთაგვაგონებს, რომ საუკეთესობისკენ სწრაფვა სულაც არაა აუცილებელი, უბრალოდ უნიკალურები უნდა ვიყოთ. მთავარია, საკუთარი თავი გვიყვარდეს. ბოლოს კი სრულიად შიშველი ეშვება დივანზე, ლუდთან ერთად. უბრალოდ ტკბება მომენტით…

ეს კი Calvin Klein-ის ორიგინალი რეკლამა:

როგორი მდგომარეობაა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ქართულ საგანმანათლებლო სფეროში? – ზურაბ ჯიშკარიანის კვლევა

ლიბერთიმ ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის – ,,ფინანსური განათლება სკოლაში” გამარჯვებული დააჯილდოვა