19
Sep
2018

სოხუმისა და თბილისის ფოტოების სინთეზი ერთ კადრში! – გამოფენა “გატეხილი ზღვა”

19 Sep 2018

“გატეხილი ზღვა“ – ორი ქალი ფოტოგრაფის – ქართველი  ნატა სოფრომაძის და რუსი ირინა სადჩიკოვას ერთობლივი  პროექტია და სოხუმში და თბილისში 2016-2017 წლებში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. გამოფენა, 20 სექტემბერს, სტამბაში, თბილისის მულტიმედისა და ფოტოგრაფიის მუზეუმში, 18:30 სთ-ზე გაიმართება.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ნატა სოფრომაძე სოხუმში დაიბადა. 12 წლის ასაკში, საომარი მოქმედებების დროს დატოვა სოხუმი და აღარასდროს დაბრუნებულა. “გატეხილი ზღვა“ დოკუმენტურ-კონცეპტუალური პროექტია: რუსი ფოტოგრაფი სოხუმში ფირზე იღებდა ნატა სოფრომაძის სახლს, ზღვის სანაპიროს, ბოტანიკურ ბაღს, პორტს და სხვა ყველა იმ ადგილს, რომელიც ნატას ბავშვობის  რჩეული ადგილებია სოხუმში. გადაღებულ და გაუმჟღავნებელ ფირს ირინა სადჩიკოვა ნატა სოფრომაძეს უგზავნიდა თბილისში. ნატა იმავე ფირზე აგრძელებდა გადაღებას. სრული შემხვევითობისა და ორმაგი ექსპოზიციის პრინციპით მიღებული თითოეული გამოსახულება ორი ფენისგან შედგება: ერთი ფენა სოხუმშია გადაღებული, მეორე თბილისში. “ეს ჩვენი პერსონალური პერფორმანსია. ერთგვარი მანიფესტია საზღვერების და პიროვნული თავისუფლების შეზვუდვის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ნატა სოფორომაძე და ირინა სადჩიკოვა “გატეხილი ზღვის“ კონცეფციის შესახებ.

[R]

განხილვა