in

ლუდის მოყვარული პერსონაჟები შეფუთვის მთავარ გმირებად იქცნენ

სახლში ლუდი მოგიმზადებიათ? ასე დაიწყო Browar Nieczajna-ს ისტორია, რომელიც სამმა ლუდის მოყვარულმა დააარსა… მდებარეობითაც გამორჩეულია და მას ყოფილი სამხედრო ბაზის შუაგულში ვხვდებით. უცნაურია, არა? დამაინტრიგებელიც… თუმცა ამან იდეალური საფუძველი შექმნა მათ საქმიანობაზე სასაუბროდ და შედეგად, ვიზუალური იდენტობა განავითარეს, რომელიც ბრენდის სულისკვეთებას ასახავს. 

BOG
BOG

ცენტრალური რომ აქ ლუდის მოყვარული პერსონაჟებია, ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით. ასე კი სურთ, ხალისი და პერსონალობა შემატონ ყველაფერს, რასაც აკეთებენ. თუმცა ნუ გეგონებათ, რომ ურჩხული, ბაყაყი და კატა ბრენდის ჩვეულებრივ თილისმებს წარმოადგენს, ამბობენ, რომ Browar Nieczajna-ს სულსა და გულს ასახავს, რითაც შემოქმედებითობისა და ხარისხისადმი თავიანთ ერთგულებას წარმოაჩენენ. შესაბამისად, აქ ყველაფერი ამის ირგვლივ ტრიალებს, დაწყებული სახალისო ფრაზებიდან ცოცხალ გრაფიკამდე… 

ბრენდის თქმით, ვიზუალური იდენტობა მათთვის უბრალო ლოგოსა და ფერთა სქემაზე მეტია, იმერსიული გამოცდილებაა, რომელიც მაშინ იწყება, როცა პროდუქტს მოკრავთ თვალს ან ლუდსახარშში შეაბიჯებთ. პერსონაჟები და გრაფიკებიც ისეა შექმნილი, რომ ამბავი მოჰყვეს და თავი მის თანამონაწილედ გაგრძნობინოთ. დანარჩენი ქვემოთ ნახეთ:

მეორადი საბურავების გამოყენების საშიშროებაზე ACAG-ის სააგენტოებმა პრინტ ნამუშევრები შექმნეს

როგორ თქვათ უარი არასასურველ საქმიან კომუნიკაციაზე