in ,

12 რჩეული ამბავი გოგონების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით! – HP-ის კამპანია

კომპიუტერულმა კომპანიამ HP წამოიწყო კამპანია, რომელიც გოგონების განათლების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. გამოწვევაში მონაწილეებს უნდა წარედგინათ ნაშრომი, რომელიც მათი აზრით, განათლების მიღებისას სასარგებლო იქნებოდა. ინიციატივას საფუძველი 2017 წლის მარტში, ქალთა საერთაშორისო დღეს ჩაეყარა.

 

110 ქვეყნიდან გამოგზავნილ ნამუშევრებს შორის იყო ესსეი, ვიდეო, არტი, პრეზენტაცია და სხვა ფორმატის მასალა, რაც გოგონებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა. ჟიურიმ, ამ დრომდე, 900 გზავნილიდან შეარჩია 12 პროექტი. 7 მათგანი აფრიკიდან იყო, თითო-თითოც ავღანეთიდან, ინდოეთიდან, ლიბანიდან, ნეპალიდან და აშშ-დან. თითოეული პროექტის მიზანი იყო, დახმარებოდა მსოფლიოს ყველა გოგონას, მათ შორის, კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებთ. ეზრუნა მათ განათლებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ძალადობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ტექნოლოგიებისა თუ უნარების განვითარების შესახებ.

 

გენდერული დისკრიმინაცია მილიონობით გოგონასა და ქალს უშლის ხელს საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენებაში. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კამპანია დაეხმარება მთელი მსოფლიოს გოგონებს თავიანთი ამბის გაზიარებასა და ამ რეალობის შეცვლაში.
შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს, მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

„შეგიძლიათ, უბრალოდ, „დანკინი“ დაგვიძახოთ“ – Dunkin’-ის დირექტორი საქართველოში გიორგი მშვილდაძე

Prada-ს რეკლამა, ჰოლივუდური მხატვრული ფილმის სტილში!