მაკარონი ბევრისათვის საყვარელი საკვებია, თუმცა, ალბათ, თითოეულ ჩვენგანი განსსხვავებული ფორმას ანიჭებს უპირატესობას, იქნება ეს გრძელი, მილისებრი თუ ე. წ. პეპელას ფორმა. მათ შესაფუთად სხვადასხვა ზომის პაკატებია საჭირო, რაც თავის მხრივ, ტრანსპორტირებასაც უკავშირდება.
მკვლევართა გუნდი, რომელსაც კარნეგ მელონის უნივერსიტეტი Morphing Matter Lab ხელმძღვანელობს, ბრტყელი მაკარონის შექმნაზე მუშაობს. ასეთი ტიპის მაკარონი მოხარშვისას ნებისმიერ, წინასწარ განსაზღვრულ ფორმას მიიღებს – ამ გზით მნიშვნელოვნად დაიზოგება შენახვისა თუ ტრანპორტირებისთვის საჭირო სივრცე.
რაც მთავარია, ფორმირებული პასტა ზუსტად ტრადიციულის მსგავსია, როგორც საბოლოო ვიზუალით, ასევე გემოთი. “ჩვენ ბრტყელმა შეფუთულმა ავეჯმა შთაგვაგონა. დავფიქრდით იმაზე, თუ როგორ დაზოგა მან ადგილი, გააადვილა შენახვა და შემცირდა ნახშირბადით დაბინძურება, რომელიც ტრანსპორტირებას უკავშირდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გამოგვეკვლია, როგორ შეიძლებოდა მატერიის ფორმირების ტექნოლოგიის გამოყენებით ბრტყელი მაკარონის შექმნა” – ამბობს Morphing Matter Lab-ის დირექტორი, ლინინგ იაო.
იმისათვის, რომ მაკარონმა მოხარშვისას შესაბამისი ფორმა მიიღოს, მას სპეციალური ღარები აქვს. როგორც მკვლევრები იწრმუნებიან, ღარების ტექნიკის გამოყენება რბილ რობოტექნიკასა და ბიოსამედიცინო მოწყობილობებშიც შეიძლება. ბრტყელი მაკარონი ემყარება Yao-სა და Morphing Matter Lab-ის მრავალწლიან გამოკვლევებს, ფორმირების მექანიზმებსა და სხვადასხვა მასალების გამოყენებას.
საგულისხმო ასპექტს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ საკვების შეფუთვაში გამოყენებული პლასტიკური მასალა საგრძნობლად შეამცირებს ნარჩენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი მომავლის ფორმირებისთვის. ასევე, მკვლევართა თქმით ბრტყელი მაკარონი ნახშირბადის გამოყოფასაც შეამცირებს, რადგან ტრადიციული პასტის მომზადებას უფრო დიდი დრო სჭირდება და სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 1% მოდის მასზე.