in

#პირველინამუშევარი – არტ დირექტორი ნინო ლაზარაშვილი (Bruce Lee)

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

 

ნინო ლაზარაშვილი (Bruce Lee), ABK-ს არტ დირექტორი: “პირველი ნამუშევარი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს პირველი ფრილანს და ოფიციალური პროექტი. მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო კომპიუტერული გრაფიკა, შესაბამისად საკმაოდ ცოტა დიზაინერები ვიყავით. პორტფოლიოს wallpapers.ru და deviantart.com-ზე ვტვირთავდით ხოლმე. თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობდა.

(2005-2006) ზუსტად არ მახსოვს, როგორ გავიცანი დავით მიზანდარი. ის მაშინ ჯეოსელში მუშაობდა და ჩემს “სქილებს” დანიშნულება მალევე უპოვა. ახალი პროდუქტისთვის (MMS) ნახატების შექმნა დამავალა. ეს იყო ჩემი პირველი ფრილანს პროექტი.

პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა,  რამდენიმე ჟურნალში ბოლო ყდაზე იბეჭდებოდა ნამუშევრები და მათი MMS კოდები. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებდა ამ ნამუშევრებს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ, ზოგიერთს ტელეფონის ფონადაც კი ეყენა.

(2010-2011) პირველი ოფიციალური სამსახურის (Leavingstone) ნამუშევარი იყო “მე პატარა ქართველი ვარ”. პროექტი თავისთავად ძალიან საინტერესო და მასშტაბური იყო: ძალიან კარგ გუნდთან ერთად ვმუშაობდი – ლევან ლეფსვერიძე იყო იდეის ავტორი, პროექტი ძალიან პოპულალური გახდა და “Golden Hammer”-ის პრიზიც კი მოვიგეთ. ძალიან საინტერესო და მასშტაბური იყო, მაგრამ დიდად არ ვამაყობ ნახატების ხარისხით. ეს პროექტიც შეიძლება ბევრს ახსოვდეს.

 

ამ პროექტთან ერთად, “საყვარელი საქართველო”-ს გაკეთებაც მომიწია.

 

პატარა ჯედაისა და დართ ვეიდერის დაპირისპირება – PS4-ისთვის შექმნილი შთამბეჭდავი ვიდეორგოლი

#თაობა: Qarcii – მუსიკის წერა ეს არის ნიჭი და გემოვნება, რომელიც შენშია