in

„კრიმინალით“ შთაგონებული ბრენდინგი

დღეს ბრენდის შექმნის პატარა ისტორიაში გამოგზაურებთ, Bruhn Coffee Co.-ზე ვისაუბრებთ — ყავის მაღაზიაზე, რომელიც ბრუკლინის შუაგულში მდებარეობს. ინსპირაცია კრიმინალებთან მფლობელის შორეული ოჯახური კავშირები იყო, შესაბამისად, ამ ბრენდის დიზაინშიც უნიკალური ისტორია ცოცხლდება…

BOG
BOG

თავად Bruhn Coffee Co., როგორც ბრენდი, ავსტრალიაში დაიბადა და ნიუ-იორკში შეიქმნა. დამფუძნებლის მისწრაფებას ასახავს, რომლითაც ყავა „ჩვეულებრივი ხალხისთვისაც“ ხელმისაწვდომი ხდება. ბრენდის კონცეფცია საკუთარი სურვილების მიხედვით ცხოვრებას ეხება. ამგვარად, კრიმინალური ცხოვრების წესი მეტაფორად შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ მენტალიტეტისთვის, რომელიც ნიუ-იორკში ბრენდს დიფერენცირებაში დაეხმარება მას. შესაბამისად, Bruhn Coffee Co.-ს ვერ დავწამებთ ცილს კრიმინალური სამყაროს სიყვარულში…

ბრენდის მთავარი სიმბოლო B ახლოდან დაკვირვებისას 13-ად იკითხება, რისი შთაგონებაც ტყვიები გახლდათ. „იღბლიანობის კონცეფცია“ კი ბრენდინგის თითოეულ წერტილში იმალება, რითაც ოჯახის ცრურწმენებზე მიუთითებს კრიმინალური ცხოვრების შესახებ… თუნდაც შეფუთვა, ნაღდი ფულის შეკვრას მოგაგონებთ. მაღაზიის ლოიალობის ბარათი კი თითის ანაბეჭდის სისტემას იყენებს, რათა მომავალში ხშირი ვიზიტორები დააჯილდოოს. 

უეს ანდერსონის ესთეტიკა Montblanc-ის ვიდეორგოლში

შეიძინეთ ბინა და მოხვდით ევროპის ჩემპიონატზე – „მონოლით ჯგუფი”