Bruichladdich Distillery-ის კამპანია Not Your Classic ბრენდის ეტაპობრივ ცვლილებას აღნიშნავს, რათა გააგრძელოს თავისივე მისია და ვისკის კატეგორიის ტრადიციული ნიშნებიც დააყენოს გამოწვევის წინაშე. კამპანიის იდეა შემდეგია — მიუხედავად The Classic Laddie-ის სახელისა, მასში კლასიკური არაფერი მოიძებნება… უფრო მარტივად რომ გითხრათ, სურთ, ვისკის ინდუსტრიის ტრადიციულ ელემენტებს დაუპირისპირდნენ და თავი ახალ აუდიტორიას გააცნონ.
„როცა დავფიქრდით, თუ როდის გავიღიმეთ ბოლოს ვისკის საცავში, პასუხი ვერ ვიპოვეთ და ალბათ, პასუხიც არასოდესაა. ეს დახვეწილი, კონსერვატიული კატეგორიაა და ხშირად, შესაძლოა, მიუწვდომელი ჩანდეს ახალი აუდიტორიებისთვის. მართალია, ბოლოდროინდელ ვისკის რენესანსში პოზიტიური ცვლილებები იყო, მაგრამ კატეგორიისთვის დამახასიათებელი მაინც სერიოზულობაა. როგორც ნამდვილი პიონერი და ცვლილებების ავტორი, Bruichladdich იდეალურ პოზიციაზეა, რათა ამ სტატუს-კვოს დაუპირისპირდეს. ამგვარად, კითხვა შემდეგი გახდა — როგორ შეგვიძლია შევთავაზოთ უფრო გაბედული, მხიარული და მოულოდნელი არჩევანი ვისკის მოყვარულებს ყველგან?“, — აცხადებს გარეთ ბრაუნი, Bruichladdich Distillery-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
პასუხი კი კამპანიაა, რომელიც სამი ძლიერი გმირის ირგვლივ ტრიალებს — Outlook, Attitude და Thinking. ხოლო არსებულ წესებს დისკოს ბურთებით, გორგოლაჭებითა და კოქტეილებით უპირისპირდებიან — „Bruichladdich-თან ერთად ჩვენ ვასრულებთ მისიას, ვაჩვენოთ ინდუსტრიას, რომ არსებობს კიდევ უფრო თამამი და სახალისო გზა, რომლითაც ვისკის შეგვიძლია, შევხედოთ“.
დანარჩენი თავად ნახეთ: