in

Brunch by Gastronome – გაიცანით Gastronome Group-ის კიდევ ერთი ახალი პროექტი

მაღაზიებისა და რესტორნების ქსელს „გასტრონომი” უკვე ყველანი კარგად ვიცნობთ. ბრენდი 2019 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თავისი ნიშის დამკვიდრებას ცდილობს, რაც მას ყველასგან გამოარჩევს. სწორედ ამ ნიშის გაგრძელებაა კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც გასტრონომი ახლა გვთავაზობს.

ქსელი წარმოგვიდგენს ახალ ქვებრენდს – Brunch by Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს. მენიუ საგულდაგულოდ შეირჩა ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის. მათთვისაც, ვისაც მსუბუქად წახემსება ურჩევნია და მათთვისაც, ვისაც ძალიან უყვარს სწრაფი კვება. ის მოიცავს სხვადასხვა სახეობის სალათებს, სენდვიჩებს, პუდინგებსა და სმუზებს. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცოცხალი ხილის წვენები, ვიტამინ შოთები და, რაღა თქმა უნდა, არომატული ყავა. ამასთან დაკავშირებით იმასაც გეტყვით, რომ ყავა სპეციალურად არის შერჩეული Specialty ჯგუფიდან და ის La Marzocco-ს ყავის აპარატით მზადდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანქანაა მსოფლიოში.

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ალბათ, იმანაც დაგაინტერესათ, თუ სად შეიძლება ესტუმროთ და თან გაიყოლოთ ეს ყველაფერი. გასტრონომის ახალ ბრანჩ მენიუების შეძენა ამჟამად სამ ფილიალშია შესაძლებელი: ბელიაშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე და აბაშიძეზე. გარდა ამისა, პროდუქციის გამოძახება Wolt-ზეც არის შესაძლებელი.

[R]

„პორშე ცენტრი თბილისი“ მსოფლიო დასუფთავების დღის აღნიშვნაში ჩაერთო

ვორქშოპები, კონკურსები და დიდი მხიარულება Ad Black Sea 2023-ზე!