1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.
ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge, BSA.ge-ზე, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125 ლარიდან 1450 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia-ს, თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:
- თიბისი მოსწავლის ან სტუდენტის Visa ბარათით გადახდისას, Star Ring-ის კატეგორიის ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლებას მიიღებთ;
- თიბისი Visa ბარათით გადახდისას, ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე 20% ფასდაკლებას მიიღებთ;
- თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ORBIT და VIP კატეგორიის ბილეთებზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. TKT.ge- ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ, Super App-ში Star Ring-ისა და ORBIT-ის ბილეთები დაგხვდებათ, ხოლო BSA.ge- ზე – მხოლოდ Star Ring-ის. BSA.ge-ზე არ იმოქმედებს თიბისის ფასდაკლება.
Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, The Killers, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
[R]