29
Nov
2019

Brush Lee – გაჯეტი, რომელიც კბილებს 10 წამში გაგიწმენდთ

29 Nov 2019

veon
veon


Brush Lee მოწყობილობაა, რომელსაც თქვენი კბილების სრული და ავტომატიზებული წმენდისთვის 10 წამი სჭირდება. ერთწლიანი ტესტირებებისა და ფუნქციების გაუმჯობესების შემდეგ, პროდუქტი Kikstarter-ზე გამოჩნდა. Brush Lee-ს რამდენიმე რეჟიმი და ფუნქცია აქვს, მათ შორის, გარდა იმისა, რომ მისით სარგებლობა ხელების გამოყენების გარეშეც შეგიძლიათ, ის თვითონ უშვებს კბილის გახეხვისთვის საჭირო ქაფს. ის წყლის მიმართ მდგრადია და უსადენოდ იმუხტება. გარდა ამისა, მოწყობილობის დაკავშირება სპეციალურ აპლიკაციასთან შეგიძლიათ. ამ გზით მისი სხვადასხვა რეჟიმის გამოცდას შეძლებთ.

პროდუქტი, შეიძლება, ხელმისაწვდომი გახდეს 2020 წლის მარტიდან, მანამდე კი მისი წინასწარი შეკვეთა 89 დოლარიდანაა შესაძლებელი.

განხილვა