in

რა უნდა იცოდეთ, თუ ანტრეპრენუარობა გსურთ – 10 პუნქტიანი „სასტიკი სიმართლე“

საკუთარ კომპანიას რომ ქმნი, ყველაფრის დაწყება „ნულიდან“ გიწევს. სანამ 24/7-ზე მუშაობ, ცდილობ, შექმნა, ააშენო და ამით, დიდი ხნის ოცნება აისრულო, შესაძლოა, აღმოაჩინო, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა უნდა იცოდეთ, თუ ანტრეპრენუარობა გსურთ და არ გინდათ, შუა გზაზე დაინახოთ, რომ აქამდე, უბრალოდ, ცდებოდით?!

დრო უფრო ღირებულია, ვიდრე ფული! 

არ გადადოთ „ცხოვრება“, სანამ ცხოვრებას აიწყობთ. კარიერის განმავლობაში, აუცილებლად იშოვით ფულს, ხან მეტს, ხან ნაკლებს, მაგრამ ბევრი დრო არასოდეს გექნებათ. გახსოვდეთ, დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია. გამოიყენეთ ყოველი წამი.

თუ თქვენს საქმეში რაიმე არ მოგწონთ, აუცილებლად შეცვალეთ სიტუაცია!

თუ რამე არ მოგწონთ, აუცილებლად სცადეთ, შეცვალოთ. იცოდეთ, სიტუაციაზე იმაზე მეტი კონტროლი გაქვთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ანტრეპრენუარობა რთულია. თუ პრობლემას რამდენიმე მიმართულებით ხედავთ, აუცილებლად განიხილეთ ეს საკითხები ვინმესთან და თანმიმდევრულად შეუდექით მათ მოგვარებას.

რამდენჯერაც რთულ პრობლემას წააწყდებით, ნუ ეცდებით მაშინვე მოაგვაროთ ეს საკითხი! 

პირველ რიგში, ჩამოწერეთ ფაქტები, შემდეგ ის შედეგები, რის მიღწევასაც ცდილობთ. ამის მერე, დაწერეთ პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელი გგონიათ, ბოლოს კი მისი მოგვარების, მინიმუმ, 5 ალტერნატიული გზა. აი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ მოქმედებაზე.

თქვენ რომ გგონიათ, იმდენი ნამდვილად არ იცით!

აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა მათ, ვინც თქვენი გზა უკვე გაიარა. მოუსმინეთ უკვე შემდგარ ანტრეპრენუარებს, კომპანიის ხელმძღვანელებს. გაითვალისწინეთ მათი აზრი, ვინც თქვენ გარშემოა. იცოდეთ, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოთ.

შეისწავლეთ მოლაპარაკებების ხელოვნება! მუდმივად იმუშავეთ ამ უნარის განვითარებაზე!

თუ თქვენ კონტაქტი გაქვთ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, გამყიდველთან, მომწოდებლებთან, ჩათვალეთ, მათთან ყოველი საუბარი მოლაპარაკებაა. ამიტომ, მუდმივად უნდა იმუშაოთ და დაიხვეწოთ ამ კუთხით.

წარმატებისკენ ბევრი გზა მიდის!

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. თქვენი კარიერის მანძილზე ბევრი რამ მოულოდნელად მოხდება და ეს უნდა მიიღოთ, როგორც მოცემულობა. წარმატებისკენ მიმავალი ნამდვილად არსებობს რამდენიმე გზა.

ბედნიერება მრავალმხრივია!

რა განცდა მოაქვს წარმატებას, მხოლოდ მაშინ გაიგებთ, როცა ეს მომენტი დადგება. ბედნიერება მრავალმხრივი და მრავალნაირია. ამიტომ, წინასწარ ვერც იმას გათვლით, როდის ან საიდან გეწვევათ.

იყავით ყოველთვის აქტიური! 

მუდმივად იმუშავეთ მეხსიერებისა და ფიქრის უნარების განვითარებაზე. ანტრეპრენუარისთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. აკეთეთ გონებრივი და ფიზიკური სავარჯიშოები. წარმატებისთვის, მუდმივად ტონუსში და აქტიური უნდა იყოთ.

ბევრი იკითხეთ! 

ბილ გეითსი დღესაც, ყოველ საღამოს, 1 საათი კითხულობს, შემდეგ კი წიგნში შენიშვნებს აკეთებს. იკითხეთ და მოუსმინეთ, რაც შეიძლება მეტ ბლოგს, პოდკასტსა და წიგნს ბიზნესის შესახებ.

დატკბით „მოგზაურობით“! 

თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ზუსტად იცის, რამდენად გაკმაყოფილებთ საკუთარი სამსახური და ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ახლოს, ან შორს ხართ მთავარ მიზანთან. პირველ რიგში, იქამდე მისასვლელი გზით, ცხოვრების მოგზაურობით უნდა დატკბეთ.

წყარო: Inc.



თანამშრომლებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ! ეს აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის!

IC Balloon – წონაში დასაკლები ბუშტი, რომელიც წამალივით უნდა გადაყლაპოთ