1969 წლის 6 თებერვალს, ვაშინგტონში დაბადებული, თუმცა ტენესის შტატში გაზრდილი ბრაიან ლუის სონდერსის სახელს ინტერნეტში თუ მოიძიებთ, ნახავთ, რომ ის მოქმედი არტისტი, ვიდეოგრაფი, პერფორმანს პოეტი და ავტოპორტრეტების მხატვარია.
სახალხო თუ საერთაშორისო მედიების ყურადღება მან სწორედ ავტოპორტრეტების სერიებით მიიპყრო და ამ დროისთვის 11 200-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შექმნილი.
1995 წლის მარტში, მხატვარმა გადაწყვიტა, ყოველდღე, საკუთარი, სულ მცირე, ერთი პორტრეტი შეექმნა და ეს სიცოცხლის ბოლომდე გაეგრძელებინა. 2000 წლიდან კი, ექსპერიმენტი სახელად, „ზგავლენის ქვეშ“ დაიწყო, რომელიც გულისხმობდა ისეთი გამოცდილების მიღებას, რომელიც „ღრმა ეფექტს მოახდენს ჩემ მიერ საკუთარი თავის აღქმაზე“. მოკლედ, ავტოპორტრეტები სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ უნდა დაეხატა და გაეგო, რომელი ნივთიერება, როგორ ცვლიდა მის თვითაღქმას.
ამ დროის განმავლობაში, მას არცერთი დღე არ ჩაუგდია.
ექსპერიმენტის დაწყებიდან 20 წლის აღსანიშნავად, 2014 წელს, დევიდ პარკერის დოკუმენტური ფილმი „წყვდიადის ხელოვნება“ გამოვიდა. სადაც ბრაიანი საკუთარ ბავშვობაზე, ინტერესებზე ჰყვება და ჰიპნოზურ მოგზაურობას გვიწყობს საკუთარი სამყაროს კარის გასაღების ჩვენთვის გაზიარებით.
11 დღის განმავლობაში, 18 სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება – ბრაიანი ამბობს, რომ ამ ექსპერიმენტმა „ლეთარგიული გახადა და ტვინის ზომიერი დაზიანება მიიღო. ისეთი, რომელსაც ვეღარასდროს აღიდგენს“. ესაა ფსიქომოტორული ჩამორჩენა და კონფუზია“.
თუმცა, ის ექსპერიმენტს მაინც აგრძელებს. ოღონდაც, „იმ შუალედებით, რომელიც ერთი ნარკოტიკული საშუალების ორგანიზმიდან სრულად განდევნას სჭირდება და მხოლოდ ექიმის მიერ დანიშული მედიკამენტებით“.
„ზემოქმედების ქვეშ“ მისი ნახატების ერთ-ერთი სერიაა. ამის გარდა, მას სხვა არაერთი პროექტი აქვს – „სრული სიბრმავე, 30 დღის განმავლობაში“, რომლის ფარგლებშიც, ავტოპორტრეტებს ზუსტად ამ მდგომარეობაში ქმნიდა. სრული სიყრუე, „პენისის დაზიანება“, „ბუნება“ და სხვა…

ჰეროინი (დოზირება უცნობია)

მეტამფეტამინი (ერთი აბი)





































