31
May
2013

დრიფტი ,პარკური და ადრენალინის მოზღვავება – “Bridgestone Black Sea Cup 2013 –ის რეკლამა

31 May 2013

Elit Electronics
Elit Electronics


bridgestone_cup

“Bridgestone  Black Sea Cup 2013 –ის  რეკლამა სპეციალურად სოციალური ქსელებისთვის შეიქმნა

წელს “თეგეტა მოტორსისა” და Bridgestone – ის  რიგით მე-9 ავტორბოლა გაიმართება. “ბათუმის ნაცვლად,  შეჯიბრი რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდება და საერთაშორისო ხასიათი ექნება.

დაახლოებით,  6 წუთიანი ვიდეო ავტომოყვარულებს, პროფესიონალებსა და უბრალოდ მაყურებელს შეჯიბრზე დასასწრებად “იწვევს”.

velengurskaia“გადაღების მომენტში ხელოვნური არაფერი ყოფილა, კლიპის გადაღებამდე დაგეგმილი გვქონდა,მარკეტინგული აქტივობის სახით, ფლეშმობის ჩატარება. შემდეგ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დავამთხვიეთ და რაც რგოლში ხდება, სინამდვილეში  კეთდებოდა. ჯერ აღმაშენებელზე, შემდეგ კი რუსთავის ავტოდრომზე რეალური “ჩვენება”  მოვაწყვეთ. ასეთი სცენარის იდეა ჩვენს მარკეტინგულ გუნდში გაჩნდა”,- ამბობს “თეგეტა მოტორსის” პიარ მენეჯერი დიანა ველენგურსკაია .

ვიდეო რგოლი მხოლოდ სოციალური ქსელებისთვისაა. ორგანიზატორების  თქმით,  რეკლამა, ქრონომეტრაჟის მიუხედავად,  მაინც ეფექტურია  და  ბევრმა ადამიანმა ნახა.  ამიტომ, სპეციალურად შექმნილი მოკლე ვერსია, შესაძლოა,  საერთოდ აღარ გავრცელდეს.   თვლიან,  რომ ავტორბოლის მთავარი სლოგანი, – ადრენალინი, ექსტრიმი, ბრძოლა პირველობისათვის – რგოლში ზუსტადაა ასახული .

ვიდეო რგოლი GT Media-ს ეკუთვნის, ეს ახალგაზრდა გუნდისთვის კლიპის სახით გაკეთებული  პირველი ნამუშევარია. რეჟისორი გივი მაღრაძე , პარკურის ფედერაციის პრეზიდენტიცაა და თავის ჯგუფთან ერთად კლიპშიც მონაწილეობს. “სნოუბორდის” შეჯიბრებისა და  მოკლე მეტრაჟიანი ფილმის შემდეეგ, მისი პირველი სარეკლამო რგოლია. ვიდეოს გადაღება სამ დღეში დასრულდა.

“ყველაზე რთული მუსიკის შერჩევა იყო. ყველაფერი მუსიკის რითმზე უნდა იყოს და სანახაობას სწორედ ეს ქმნის.  საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, თუმცა, სწორედ ასე გამოდის სანახაობა ეფექტური. სცენარზე გარკვეული მონახაზი უკვე ჰქონდათ ორგანიზატორებს, შემდეგ, ერთად დავამუშავეთ და მივიღეთ ისეთი ფორმა, როგორიც საბოლოოდ , ვიდეორგოლშია. მონაწილეობის თვალსაზრისით, ყველაზე რთული “აღმაშენებლის”  სცენა იყო. გზა ზუსტად 15 წუთით გადაიკეტა და ამ დროში უნდა მოგვესწრო გადაღება. საბოლოოდ,  ყველაფერმა კარგად ჩაიარა” – ამბობს გივი მაღრაძე .

განხილვა