28
Nov
2019

ბი-ეს-ეიჩ I BSH -ის და ელსა I ELSA -ს კოლაბორაცია

28 Nov 2019

ტალანტის გამრავლების ამბავი ანუ ბიზნეს სამართლის სკოლაზე მეტი…

  • რა არის ბი-ეს-ეიჩ I BSH?

ფილოსოფიურად, ბი-ეს-ეიჩ I BSH არის მეგობრობის, ერთგულების, შრომის და თავდადების საუკეთესო მაგალითი. პრაგმატულად კი ბი-ეს-ეიჩ I BSH, ეს არის იურიდიული ფირმა ბუაძე და შეყილაძე I Buadze & Shekiladze Law office.

ისტორია ახალია, 2016 წელს, მეგობრობაზე და ათწლიან პროფესიულ საქმიანობაზე დაფუძნდა იურიდიული კომპანია. ტალანტი, რომელიც ორ ადამიანში იყო თავმოყრილი გამრავლდა, ზუსტად ისე, როგორც იგავში ტალანტების შესახებ. დღეს, ტალანტის გამრავლების გარდაუვალობას ძლიერი, კეთილშობილი და ცოდნით აღჭურვილი ახალი თაობა უწყობს ხელს, თაკო, თეკო, თამუნა, მარიამი და მარიტა, თეონა და თეო, გიგი, სანდრო და გიგა.

ჩვენი ფილოსოფია უცვლელია “Think Legally”

  • რას ემსახურება ბი-ეს-ეიჩ I BSH?

ბი-ეს-ეიჩ I BSH გემსახურებათ თქვენ, რომ თქვენ იდეები განავითაროთ სიმშვიდეში და შემოქმედებით პროცესში არ იფიქროთ, იურიდიულ თუ ფინანსურ, საგადასახადო თუ ადმინისტრაციულ ნიუანსებზე. ბი-ეს-ეიჩ I BSH -ის გუნდის საისრე მომართულია, მხოლოდ და მხოლოდ, თქვენი და თქვენი პროექტების წარმატებისკენ.

ზოგადად კი ბი-ეს-ეიჩ I BSH წლები ემსახურება ისეთ სფეროებს, როგორიაა მშენებლობა, წარმოება და ვაჭრობა, ახალი ტექნოლოგები, მათი განვითარება და გამოყენება, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი და მათი მართვა, სამედიცინო მომსახურება, საფინანსო თუ მედია ინდუსტრია, უძრავი ქონების განვითარება და მისი მართვა.

  • ვინ არიან ბი-ეს-ეიჩ I BSH – ის კლიენტები?

BSH I ბი-ეს-ეიჩ – ის კლიენტებს შორისაა, როგორც ბაზარზე უკვე თავისი ადგილისა და ნიშის მფლობელი სუბიექტები, ასევე, სტარტაპები. მეტიც, გასულ წელს, „სტარტაპერთან“ ერთად შეიქმნა – „BSH სტარტაპერისთვის“, რომელიც არაერთ საბაზისო მომსახურებას აერთიანებს.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლაც შეუძლიათ.

  • რა არის ელსა I ELSA?

ელსა I ELSA -ც ტალანტების გამრავლების ერთი დიდი წარმატებული ისტორიაა, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია I European Law Students’ Association, შემოკლებით ელსა I ELSA.

ელსა I ELSA უდიდესი აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანებაა, რომელიც 50,000 ინდივიდუალურ წევრს და 44 სახელმწიფოს 375 იურდიულ ფაკულტეტს მოიცავს. დაფუძნდა 1981 წლის 4 მაისს პოლონელი, ავსტრიელი, უნგრელი და დასავლეთ გერმანელი სტუდენტების მიერ ავსტრიაში, ვენაში ახალგაზრდა იურისტების საერთაშორისო ურთიერთობების და ცოდნის გაზიარების მიზნით.

ელსა I ELSA – ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა: UNESCO, ECOSOC, UNCITRAL, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

  • ელსა I ELSA ბიზნეს სამართლის სკოლა?

2012 წლიდან ელსა თბილისი ორგანიზებას უწევს სამართლის სკოლებს. სკოლის მიზანი პროფესიაში მყოფი იურისტების მიერ ახალგაზრდა კოლეგებისთვის ცოდნის და თანმდევი ემოციების გაზიარებაა. აქ, მრავლად ნახავთ მოსამართლეებს, ადვოკატებს, საჯარო სამსახურის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის გამორჩეულ სპეცილისტებს ბევრი საინტერესო მოსაზრებითა თუ პროექტით. შესაბამისად, სკოლიდან მსმენელს ბევრი სიკეთის წაღება შეუძლია, უფრო სწორად, იმდენის, რამდენის წაღებასაც შეძლებს.

  • ბი-ეს-ეიჩ I BSH -ის და ელსა I ELSA -ს კოლაბორაცია?

2016 წელს  ბი-ეს-ეიჩ I BSH – ს ერგო პატივი ერგო, გაეხსნა ელსა I ELSA ბიზნეს სამართლის სკოლა. დღეს, ტალანტი ისევ მრავლდება.  ბი-ეს-ეიჩ I BSH – ი, გარდა იმისა რომ გახსნის ელსა I ELSA ბიზნეს სამართლის ზამთრის სკოლას, ბი-ეს-ეიჩ I BSH-ი ელსა I ELSA-ს ოფიციალური პარტნიორია, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი/საბაუნი-სთან ერთად და არაერთ საინტერესო სესიას უხელმძღვანელებს.

წელს, ბიზნესსამართლის არსზე ბი-ეს-ეიჩ I BSH -ის მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ შეყილაძე ისაუბრებს, მას მოსდევს, ისეთი საინტერესო სესიები და მომხსენებლები, როგორიცაა ბიზნეს სამართლის სუბიექტები, გეგა გიგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, კონკურენციის სამართლის საკითხები, სოლომონ მენაბდიშვილი, სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაზღვევა, ნატალია მოწონელიძე სამართლის დოქტორი, LL.M, მომხმარებელთა უფლებები, თამარ ლაკერბაია, მოსამართლე, საინვესიტიციო სამართლით გიორგი ცერცვაძე, “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგი, სტარტაპის თემით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, თეონა ბაბუნაშვილი, მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკით ბიზნეს სამართალში, თამარ ხაჟომია, მოსამართლე და ბოლოს, საგადასახადო პოლიტიკა, ბი-ეს-ეიჩ I BSH -ის გუნდი ქეთევან ბუაძე, მარიტა ოქრომჭედლიშვილი, სანდრო ბუაძე, სახელმწიფო შესყიდვებით ბი-ეს-ეიჩ I BSH -ის გუნდი ქეთევან ბუაძე, თაკო კორახაშვილი, თეკო სვანიძე, სანდრო ბუაძე.

გელით,

ფილოსოფიით BSH “Think Legally”

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა