in

სტუმარ-მასპინძლობიდან საქმიან ტურიზმში: BTL Georgia-ს ბიზნეს განვითარების დეპარტამენტს გურამ ავალიანი უხელმძღვანელებს

BTL Georgia ქართულ და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე 13 წელია მოღვაწეობს საქმიანი მოგზაურობის მიმართულებით და აერთიანებს ისეთ ფუნდამენტურ მომსახურებებს, როგორებიცაა: Business Travel (საქმიანი მოგზაურობა), MICE (Meetings, Incentives, Conference & Exhibitions), PCO (Professional Congress Organizer) და DMC (Destination management company). კომპანიას თავისი არსებობის მანძილზე წარმატებით აქვს განხორციელებული 1500-ზე მეტი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი. ამ ეტაპზე საკუთარი ოპერირების კიდევ უფრო გაფართოებასა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი კორპორაციული ღონისძიების მასპინძელ ქვეყნად პოზიციონირების პროცესში საკუთარი, მნიშვნელოვანი პროაქტიული წვლილის შეტანას გეგმავს.

2023 წლის 27 მარტიდან BTL Georgia-ს ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე შემოუერთდა გურამ ავალიანი, რომელიც აქამდე აჭარა ჯგუფში, სასტუმრო რუმს თბილისის და სტამბას ჯგუფური გაყიდვების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციას იკავებდა. მოცემული ცვლილება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს BTL-ის სურვილს, იყოს ფლაგმანი საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების გზაზე.

პოსტპანდემიურ რეალობაში საქმიანი ტურიზმი, ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა და ამავდროულად, ყველაზე დიდი პოტენციალის მატარებელი სფეროა. შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილება შემოვერთებულიყავი BTL-ს ამ ფაქტორით იყო განპირობებული.

 აჭარა ჯგუფის გაყიდვებს გუნდის წევრი გავხდი 2019 წლის ოქტომბერში, ჯგუფური გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე და ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც დასამუშავებლად გადმომეცა იყო BTL-ის კორპორაციული ჯგუფის პროექტი. დღემდე მახსოვს, რამდენად ორგანიზებული, დეტალური და განსხვავებული იყო მოთხოვნა თავისი სტრუქტურით, ინფორმაციული გამჭვირვალობით და სერვისების მრავალფეროვნებით. ამ მოთხოვნიდან მოყოლებული ამ კომპანიასთან თანამშრომლობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად გამორჩეოდა გამართულობით და დახვეწილობით.

აჭარა ჯგუფის გაყიდვებში 4 წლიანი მოღვაწეობა, პიროვნული განვითარების ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართული სტუმარმასპინძლობის სულის ჩამდგმელ და პროგრესის ფლაგმანის გაყიდვის საშუალება მეძლეოდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებსა და სტუმრებისთვის. არაერთი ჯგუფი და პროექტი შესრულებული ამ კომპანიაში, სამუდამოდ დარჩება ჩემს პიროვნებაში, როგორც თვითგანვითარების და გამოცდილების ძლიერი იმპულსი.

თუმცა ყველასთვის დგება პერიოდი, როდესაც კარიერულ გზაგასაყარის წინაშე დგება და თვითგანვითარების ახალ ეტაპებს ეძებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ამ გზაზე გამოჩნდა საქართველოში წამყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც საკუთარი კორპორაციული კულტურით, მიდგომით და პასუხისმგებლობით სულ გამოირჩეოდა, როგორც ინოვატორი და სამაგალითო სისტემა. რა თქმა უნდა, პიროვნულად რთული ნაბიჯი იყო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიიდან საქმიან ტურიზმში ტრანზაქციაზე გადაწყვეტილების მიღება. თუმცა კომპანიის დამფუძნებლის და მფლობელის, მაია ბიბილაურის ხედვა – BTL Georgia გახდეს კომპანია, რომელიც თავის თავზე აიღებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის პროცესს და ამავდროულად საერთაშორისო ცნობადობის ზრდას, იყო ის გამოწვევა, რომელმაც მომცა მოტივაცია, ყოველგვარი ეჭვების გარეშე მიმეღო გადაწყვეტილება კარიერულ განვითარების მიმართულების ცვლასთან დაკავშირებით და თავზე ამეღო ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და პოზიცია“.

BTL Georgia-ს გეგმა საერთაშორისო ბაზარზე, არსებული და ახალი კონტაქტების ხელშეწყობით, საქართველოს, როგორც მიმზიდველი საღონისძიებო მიმართულების პოპულარიზაციას გულისხმობს. ამ პროცესში კი ძალიან დიდი იმედი აქვს ადგილობრივი ძლიერი პარტნიორების მხარდაჭერის. ამის კარგი მაგალითი BTL Georgia-ს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და კრებას საერთო ღონისძიებაა, რომელიც 30 მაისს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება და გურამ ავალიანი, მთავარი წარმდგენის სახით, გაუზიარებს ინფორმაციას საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებს, საელჩოებს და კომპანიებს,  საქმიანი ტურიზმის განვითარების ტენდენციების შესახებ.

[R]

ნახეთ Young Lions Georgia 2023-ის ნამუშევრების რეიტინგები!

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, Google-მა 4 თამაში შექმნა