in

,,ბითიელ ჯორჯიას” მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტს სალი ბეთანიშვილი უხელმძღვანელებს

BTL Georgia ქართულ ბაზარზე უკვე 13 წელია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ოპერირებს და აერთიანებს ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა: Business Travel, MICE (Meetings, Incentives, Conference & Exibitions), PCO (Professional Congress Organizer), DMC.

რაც შეეხება ბითიელისა და სალის კავშირს, მათი გზები დიდი ხნის წინ გადაიკვეთა, როდესაც კორპორაციული გაყიდვების მიმართულება ჩაიბარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კარგად გაეთავისებინა კომპანიის ღირებულებები, შეესწავლა მათი ხედვები და სრულიად ახლებურად, ახალი შემართებით შეეცვალა პოზიცია.

ჩემი და ბითიელის ურთიერთობა 2018 წლიდან იწყება. იქამდე, არასდროს მქონია ტურიზმის სფეროსთან შეხება, განსაკუთრებით კი, საქმიან ტურიზმთან, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა იმ გუნდთან ერთად მუშაობა, რომელ გუნდსაც ჩვენს და საერთაშორისო ბაზარზე, კარგად იცნობდნენ. როდესაც კოვიდ პანდემია დაიწყო, საკმაოდ გრძელი და რთული გზის გავლა მოგვიწია. სწორედ ეს დრო აღმოჩნდა ჩემთვის გარდამტეხი, ბევრი სწავლისა და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ შევიცვალე პროფესია, ჩავერთე არაერთ პროექტში, როგორც ფრილანსერი და საბოლოოდ, ტურიზმის აღდგენასთან ერთად, კომპანიას ახალი შემართებით და ახალი გამოწვევებით დავუბრუნდი. ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოსტპანდემიური სამყაროს ახალ რეალობასთან ადაპტაციაა. ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პირობებში, BTL Georgia უნდა იყოს მოქნილი და კრეატიული თავის მიდგომებში, რათა მოიზიდოს კლიენტები და დარჩეს კონკურენტუნარიანი.
ძირითადი მიმართულება იქნება ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, რომელიც გაზრდის კომპანიის ხილვადობას ადგილობრივ და ევროპულ ბაზარზე. აქტიურად ვერთვებით სხვადასხვა ინიციატივებში, მონაწილეობას ვიღებთ უამრავ გამოფენაში მსოფლიო მასშტაბით, გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია უცხოურ ბაზრებთან, მარკეტინგულ სააგენტოებთან, რათა დავგეგმოთ კამპანიები, რომლებიც წარმოაჩენს საქართველოს სილამაზესა და მრავალფეროვნებას, როგორც ტოპ ტურისტულ მიმართულებას საქმიანი ვიზიტებისათვის. მიმაჩნია, რომ ინდუსტრიას აქვს მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და BTL Georgia-ს ხარისხიანი სერვისების მიწოდებითა და მდგრადი ტურისტული პრაქტიკის ხელშეწყობით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ტურიზმის სფეროს განვითარებაში“.

სალის დანიშვნა BTL Georgia-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების ახალ ხელმძღვანელად არის შრომისმოყვარეობისა და კომპანიისადმი ერთგულების დასტური. მისი გამოცდილება, ცოდნა, გამოწვევებისადმი მზაობა და მოგზაურობის ინდუსტრიისადმი გატაცება, მას ძლიერ და მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს ტურიზმის ინდუსტრიაში. მისი ლიდერობითა და ინოვაციური იდეებით, BTL Georgia აპირებს გააგრძელოს ზრდა და წარმატება ბიზნეს ტურიზმის ინდუსტრიაში.

[R]

როგორია Tesla Motors-ის წარმატების ისტორია

რატომ არის მნიშვნელოვანი Cannes Lions Georgia-ს მხარდაჭერა Apeople-ისთვის