მსოფლიოს გარშემო 30 წლიანი წარმატებული საქმიანობის და 65 ქვეყნაში წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ BTL უკვე საქართველოშია. სამედიცინო და ესთეტიკური მედიცინის დანადგარების მწარმოებელი ბრიტანულ-ჩეხური კომპანია 2000-მდე თანამშრომელს, 300 მდე ინჟინერ-მეცნიერს, საკუთარ კვლევით ცენტრსა და ათასობით კმაყოფილ მომხმარებელს აერთიანებს.
სამედიცინო და ესთეტიკური ინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე საქართველოში შეუძლიათ კომპანია BTL -ის ნებისმიერი დანადგარი შეიძინონ, პირადად ესაუბრონ კომპანიის პირველ პირებს საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზე და უფრო მეტიც – მიიღონ მათგან ტექნიკური მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში. კომპანია ყველა ახალ ბაზარს და ახლად დაპარტნიორებულ ქვეყანას ეხმარება საკუთარ დიდ ოჯახში ადვილად ინტეგრაციაში; მზად არის ხელი შეუწყოს ბიზნესებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და საერთაშორისო ვებინარებისა და ტრენინგების საშუალებით მათ ინდუსტრიაზე უახლესი ინფორმაცია და კვლევები გაუზიაროს.

“ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ უმაღლესი ტექნოლოგიის დანადგარებს. ჩვენ ბიზნესპარტნიორებს ვეხმარებით იდეების განხორციელებაში, ვაძლევთ ბიზნესინსტრუმენტებს და ვუცხადებთ სრულ მხარდამჭერას. ვეხმარებით მარკეტინგულ ნაწილში და მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას იმისთვის, რომ მომხმარებელს ეფექტური მომსახურება გაუწიონ. სწორედ იმიტომ ვიწვევთ მაღალკვალიფიციურ მეცნიერებსა და ტრენერებს, რომ ჩვენს ბიზნესპარტნიორებს დეტალურად გავაცნოთ დანადგარებთან მუშაობის ეტაპები და ავუხსნათ როგორ უნდა მიაღწიონ საუკეთესო შედეგს მომხმარებლისთვის” – ჯულია მგელაძე – BTL -ის წარმომადგენელობის ხელმძღვანელი საქართველოში.
მსოფლიოს მასშტაბით უკვე კარგად იცნობენ კომპანია BTL -ის ინოვაციურ დანადგარებს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებით შექმნილი, სრულიად უსაფრთხო და არაინვაზიურია. აშშ-ში კომპანიის დანადგარებმა FDA სერტიფიკატი მოიპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბრენდი სულ რამდენიმე თვეა შემოვიდა, BTL-ის ინოვაციურ სავარძელს – EMSELLA-ს უკვე საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ინტიმური ჯანმრთელობის სავარძელი მომხმარებლისთვის დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრშია ხელმისაწვდომი. ინოვაციური დანადგარი ასაკის განურჩევლად ეხმარება მამაკაცებსა და ქალბატონებს შარდშეუკავებლობის პრობლემის მოგვარებაში; არაინვაზიური მეთოდი HIFEM ტექნოლოგიის დამსახურებით ვარჯიშდება მენჯის კუნთები, გვარდება სექსუალური დისფუნქციისა და პრასტატის პრობლემები; უმტკივნეული პროცედურის საშუალებით ასევე ეხმარებიან ქალბატონებს, რომელთაც მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდებათ.
BTL ლიდერი კომპანიაა ფიზიო თერაპიის ხაზის დანადგარების წარმოებაში. კომპანიის ვებ-გვერდზე https://www.btlnet.com/ ხელმისაწვდომია სრული ჩამონათვალი იმ ექსკლუზიური და ინოვაციური აპარატებისა, რომელიც სამედიცინო და ესთეტიკური სფეროს წარმომადგენლებს, პირდაპირ პირველი პირისგან შეუძლიათ შეიძინონ. კომპანიის წარმომადგენლები მათთან მუდმივად რჩებიან ხაზზე, აწვდიან ახალი კვლევის შედეგებს და მათგან მიღებული უკუკავშირის შემდეგ ეხმარებიან მომსახურების გაუმჯობესებაში.
ინოვაციური მიდგომებითა და ტექნოლოგიებით დაიკავა წამყვანი პოზიციები BTL-მა კარდეოლოგიური დანადგარების წარმოებაშიც. თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებულმა პროექტმა ესთეტიკურ მედიცინაში სრული გადატრიალება მოახდინა: EXILIS ULTRA 360 ის აპარატია, რომელმაც ჯერ აშშ-ს ბაზარი დაიკავა, შემდეგ კი ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში გაახალგაზრდავების უალტერნატივო მეთოდად ჩამოყალიბდა. RF ტექნოლოგიის საშუალებით აპარატი კოლაგენის ზრდის ხარჯზე, უსაფრთხო და სასიამოვნო მეთოდით აქრობს მიმიკურ ნაოჭებს, წვავს ცხიმს სახესა და ტანზე და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. უნიკალური ტექნოლოგიების მიხედვით შეიქმნა აპარატი EMTONE -ც, რომელიც ცელულიტის დასაშლელ არაინვაზიურ, სასიამოვნო მეთოდს წარმოადგენს.
აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ კომპანიამ ახლახანს იზეიმა მემილიონე პროცედურა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანადგარზე EMSCULPT & EMSCULPT NEO. ეს არის საუკეთესო არაინვაზიური მეთოდი ტანის კორექციისთვის. 28 წუთის განმავლობაში HIFEM ტექნოლოგიის დახმარებით ხდება მუცლის, ფეხების, ხელებისა თუ საჯდომის კუნთების შეკუმშვა, ისე რომ 4 პროცედურაში დაახლოებით 20-30% მდე ცხიმი იწვება. ესთეტიკური მედიცინის ხაზით დამატებითი ინფორმაცია https://btlaesthetics.com/en საიტზეა განთავსებული.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კურატორებს – ILDAR MIRAYEV-სა და YANNIS SIVVAKOS-ს. ეს ადამიანები ჩემთან ერთად, ზრუნავენ საქართველოში სამედიცინო და ესთეტიკური მედიცინის სექტორის ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ჩვენი ერთობლივი შრომის მიზანი – უფრო ტექნოლოგიური და მომხმარებლისთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი ინდუსტრიის შექმნაა.” – აცხადებს ჯულია მგელაძე კომპანია BTL-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში.
[R]