in

ახალი კამპუსი და ახალი პროგრამები – BTU 8 წლისაა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)  8 წლის გახდა და ამ დროის განმავლობაში ახორციელებს 10 აკრედიტებულ პროგრამას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ჰყავს 10 000-ამდე ჩარიცხული სტუდენტი, 100-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა და 500-ამდე პარტნიორი ორგანიზაცია.

უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და დღეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ინოვაციური და რეიტინგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

ინტერდისციპლინური და უპრეცედენტო სასწავლო პროგრამები ბიზნესის, ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ინოვაციური მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, Apple-ის ერთადერთი ავტორიზებული ტრენინგცენტრი, Microsoft-ის ლაბი, ამაზონის აკადემიისა და ACCA-ს საერთაშორისო აკრედიტაციები, ლექტორთა აკადემია, სტუდენტთა დასაქმების უმაღლესი მაჩვენებელი, პარტნიორობა მსოფლიოს ტოპუნივერსიტეტებთან – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) და ჰარვარდთან, თანამშრომლობა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ეს და სხვა მიღწევები უნივერსიტეტს 8 წელიწადში დაუგროვდა.

BTU 12 საერთაშორისო ორგანიზაციისა და ქსელის წევრია და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.

2024 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკები და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი პროგრამები, უპრეცედენტო პროექტები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, პარტნიორობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევითი პროექტები 2025 წლიდან BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში დაიწყო. ინოვაციური პლატფორმა BTU AI აერთიანებს საგანმანათლებლო, კვლევით, სატრენინგო და ანალიტიკურ მასალას, AI წიგნებს, AI ლექტორს, პოდკასტებს, სტატიებსა და სხვა რესურსებს, რომელიც განათლების სრულიად განსხვავებულ და ახლებურ სტანდარტს ქმნის.

[პარტნიორის კონტენტი]

ვიდეო გვაჩვენებს, როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო 1.8 მილიარდი წლის მანძილზე

Instagram პირად შეტყობინებებს 3 ახალ ფუნქციას ამატებს