ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და დღეს ქვეყნის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი, ინოვაციური და მაღალრეიტინგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
ინოვაციური პროგრამები და პროექტები, საერთაშორისო პარტნიორთა უმსხვილესი სია, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული უპრეცენდენტო ინიციატივები, Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი საქართველოში, გაფართოებული რეალობის, Microsoft-ის და სხვა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, Amazon-ის საერთაშორისო აკრედიტაცია, ACCA-ს აკრედიტაცია, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების უმაღლესი მაჩვენებელი, პარტნიორობა მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებთან – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, ჰარვარდთან, ოქსფორდთან და სხვ. თანამშრომლობა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან – ეს უნივერსიტეტის მიღწევების მცირედი ჩამონათვალია.
დღეს BTU 12 აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე და ჰყავს 2800-ზე მეტი კურსდამთავრებული, აქვს 100-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში, ჰყავს 500-მდე პარტნიორი ორგანიზაცია და განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს უნივერსიტეტმა ახალი, მეორე კამპუსი ააშენა, რომელიც გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციურ სივრცეებს, ახალ ლაბორატორიებს, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკებსა და სხვა მულტიმედია სივრცეებს აერთიანებს. ამავე წელს, უნივერსიტეტს დაემატა უპრეცენდენტო საბაკალავრო პროგრამა, ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში, რომელზეც სტუდენტთა პირველი ნაკადი უკვე ჩაირიცხა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში დაიწყო. უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა HumanOS – ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ხმის მეშვეობით კითხულობს ადამიანის ქცევას. პროდუქტი შეიქმნა BTUAI-ის პლატფორმაზე, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტთა კომპეტენციას.
დღეს BTU არ არის მხოლოდ აკადემიური სივრცე – ის წარმოადგენს რეგიონულ ჰაბს ინოვაციების, ტექნოლოგიების და ციფრული ტრანსფორმაციისთვის. BTU-ს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო აღიარება – მათ შორის: Emerging Europe-ის Future-Proof Education ჯილდო 2021 და 2023 წლებში ქალთა გაძლიერების ინიციატივებისთვის, UNESCO-ს საერთაშორისო ჯილდო მდგრადი განვითარების სამეცნიერო ათწლეულის ფართომასშტაბიანი ინიციატივისთვის ხელოვნურ ინტელექტში, PROFFORMANCE-ის საერთაშორისო ჯილდო და სხვა. სრული დაფინანსებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნივერსიტეტმა გადაამზადა 10 000-ზე მეტი ქალი, ბავშვი და მოზარდი.
BTU 15-მდე წამყვანი საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორია, წევრობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, კურსდამთავრებულები და გარე ბენეფიციარები სრულ წვდომას იღებენ ასოციაციების აქტივობებსა და ღონისძიებებზე. მათ შორისაა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA), EIT Digital – ევროპის ყველაზე დიდი ციფრული ინოვაციების ეკოსისტემა, ARISA – ხელოვნური ინტელექტის უნარების ალიანსი, ევროკავშირის სამეცნიერო დიპლომატიის ალიანსი, ვირტუალური რეალობის საერთაშორისო ევროპული ქსელი, Check Point უსაფრთხოების აკადემია, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაცია (EUMMAS).
უნივერსიტეტის სტრატეგია მიზნად ისახავს არა მხოლოდ განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, არამედ ქვეყნის ციფრული ეკონომიკის და ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. BTU განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას, როგორც მომავლის უნივერსიტეტი.
[პარტნიორის კონტენტი]











