in

BTU-მ „ონლაინ“ სწავლების პლატფორმა 100%-ით აამუშავა

სამი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო პროგრამა „ონლაინ“ რეჟიმში უკვე ამოქმედდა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა „ონლაინ“ სწავლების პლატფორმა 100%-ით აამუშავა. როგორც BTU-ში განმარტავენ, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ბაზა მძლავრი და უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, „ონლაინ“ სწავლებაზე გადასვლა რთული არ აღმოჩნდა. დისტანციური ლექციები და სემინარები ვებინარის ფორმატში, სალექციო ვიდეო ჩანაწერები, სრულად გაციფრულებული სასწავლო მასალა, დისტანციურად შესრულებადი სასემინარო აქტივობები – BTUში სწავლა სრული სვლით მიმდინარეობს.

 

დისტანციურად სწავლების დაწყებამდე, უნივერსიტეტის „ონლაინ“ პლატფორმა დემო რეჟიმში მუშაობდა. ჩატარდა სტუდენტების და ლექტორების ტრენინგები, გადამზადდა ადმინისტრაციული პერსონალი.

„დღეიდან, ჩვენი სტუდენტები სრული დატვირთვით აგრძელებენ სწავლას. არც ერთი კურსის და არც ერთი საგნის სტუდენტს სწავლის პროცესში პრობლემა არ შეექმნება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ონლაინ“ სწავლების პლატფორმის დაუყოვნებლივ ამოქმედებით ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან ვიზღვევთ თავს, არამედ უზრუნველვყოფთ იმასაც, რომ სასწავლო პროცესი ზაფხულის ცხელ თვეებში არ გაგრძელდეს. ეს უკანასკნელი სტუდენტებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რისი თავიდან არიდებაც ჩვენ შევძელით,“ – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამ დროისთვის არ იციან, რა პერიოდით გაგრძელდება „ონლაინ“ სწავლება, თუმცა, უნივერსიტეტი მზადაა აღნიშნულ ფორმატში მთელი სემესტრის განმავლობაში იმუშაოს. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის „ონლაინ“ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს მიღებული.

[R]

აჭარაბეთი ლოგო

adjarabet.com -მა ყველა სარეკლამო სივრცე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დაუთმო

სიმშვიდე, რომელიც შტორმს მოასწავებს! – Honda-ს რეკლამა