in

BTU-ში AI HACKATHON-ის ფინალი გაიმართა – გამარჯვებული გუნდები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.

BTU-ს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ჰაკათონში საერთო ჯამში საქართველოს 22 უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 116 გუნდი მონაწილეობდა, ჯამში 350 ზე მეტი სტუდენტის მონაწილეობით. მეორე ტურში კი  21 გუნდი და 70-მდე სტუდენტი გადავიდა.

ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები, რომელიც შემდეგ საგანმანათლებლო სექტორთან დააკავშირეს. იდეები და შექმნილი გადაწყვეტები ჟიურის და ტექნოლოგოური კომპანიების წინაშე წარადგინეს.

ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენდა, რომელიც 3 გამარჯვებულს შორის განაწილდა.

გამარჯვებული გუნდი TeachAid გახდა – TeachAid არის პლატფორმა მასწავლებლებისთვის და ლექტორებისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, დააგენერირონ ისეთი სასწავლო მასალები, როგორიცაა გაკვეთილის/ლექციის გეგმა, პრეზენტაცია, ქვიზები და სხვა მნიშნველოვანი მასალები.

მეორე და მესამე ადგილები, Edubot და 3Threads-მა გადაინაწილეს.

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „მიუხედავად ვალდებულებებისა გადავწყვიტე ამ თანხით აუქციონზე 2 ავტობუსი შემეძინა“ – ქეთო წილოსანი

ვინტაჟური ტიპოგრაფიის მაგია — რა უნდა გაითვალისწინონ ბრენდებმა?