in

BTU AI – მომავლის განათლების ახალი პროდუქტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან

საგანმანათლებლო რესურსები, ანალიტიკური კვლევები, სილაბუსები, წიგნები, სტატიები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება და სხვადასხვა პროცესებში ინერგება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იქნა წარდგენილი.

მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტი ნაბიჯები იდგმება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის და სხვადასხვა სექტორის განვითარების აქსელერაციისთვის. საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც AI გადაწყვეტილებების ძირითად პროცესებში ინტეგრირება დაიწყო.

ინოვაციური პროდუქტების დანერგვა აქტიურადაა დაწყებული BTU-ს სასწავლო და კვლევით პროცესში და აღნიშნული ინიციატივის წარდგენა განათლებისა და ბიზნესსექტორის წინაშე მოხდა. გენერირებულ სასწავლო მასალებსა და პროდუქტებს შორისაა ტექსტური, ვიზუალური და აუდიო კომპონენტები, რომლებიც არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ქართულ ენაზეც უკვე ხელმისაწვდომია. მასალის შემუშავების პროცესში აგრეთვე ჩართულია ექსპერტ კურატორთა ჯგუფი, რესურსების შინაარსის სისწორისა და აკურატულობის შესწავლის მიზნით.

BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა მრავალფეროვან სფეროებს ფარავს: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა.

მაღალი ინტერესი და დადებითი შეფასებები მოყვა BTU AI-ს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოწინავე სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან, რაც მისი რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე განვითარების წინაპირობაა. BTU AI კონცეფციის პრეზენტაციაზე აგრეთვე გაიმართა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ BTU AI პროდუქტების სერია გაგრძელდება, შეიქმნება ახალი ინოვაციური რესურსები როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, ისე ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის აქსელერაციის მიზნით. აღნიშნული, გაზრდის უახლესი სასწავლო თუ კვლევითი მასალების მიწოდების სისწრაფეს, ხარისხს, ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს და ცალკეული დარგების განვითარების ტემპს.

[R]

თაკო ნაცვლიშვილის ეკომეგობრული ბრენდი Sheidish ფემინურობის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს

შესაძლოა, ჩვენი გალაქტიკა იმაზე მეტ ვარსკვლავს წარმოქმნიდეს, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით