in

BTU-ს თბილისის ცენტრში ახალი კამპუსი დაემატა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალი კამპუსის მშენებლობა დაასრულა. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები ემატება. სრული დატვირთვით კამპუსი უახლოეს კვირებში გაიხსნება.

ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ტექნოლოგიების სფეროებში და პარტნიორობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, ერთი პროგრამის ფარგლებში, ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობები, 3 და 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური კვლევითი პროექტები – ყოველივე ეს BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.

აგრეთვე, ახალ კამპუსში შეიქმნება ქვეყანაში პირველი გაფართებული რეალობის სტუდენტური ლაბორატორია XR LAB, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად მზადდება. ამ დრომდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 6 ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს, მათ შორის: AI LAB, IOS & ANDROID LAB, CYBERLAB, BLOCKCHAIN LAB, MICROSOFT LAB და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მოწინავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ყველაზე მაღალრეიტინგულია ტექნოლოგიების სფეროშ ცოდნის მიღებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შორის. ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი IT (საინფორმაციო ტექნოლოგიების) საბაკალავრო პროგრამა, პარტნიორი კომპანიების ყველაზე დიდი რიცხვი და სტუდენტების დასაქმების უპრეცედენტო მაჩვენებელი განაპირობებს უნივერსიტეტის ზრდას და წარმატებას.

[პარტნიორის კონტენტი]

ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

როგორ დახვეწოთ ხმის ტემბრი ეფექტური კომუნიკაციისთვის