in

BTU-ში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, Android & iOS ლაბი გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, Android & iOS ლაბი გაიხსნა. ამ სივრცეში, USAID Georgia Economic Security Program-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 13 სექტემბერს iOS და Android-ის მიმართულებით 6-თვიანი უფასო გადამზადების კურსები დაიწყება.

პროექტში მონაწილეობას 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს და მათი შერჩევა წინასწარი რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების მეშვეობით მოხდა.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას:

Android კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

1. Android studio-ს გარემოში მუშაობა
2. Kotlin პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
3. Android-ის აპლიკაციების შექმნა
4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
5. აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება

iOS კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

  1. Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა
  2. Swift პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
  3. iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა
  4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება
  5. აპლიკაციის App Store-ზე განთავსება

BTU-ში, აღნიშნული კურსების ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან iOS/Android პროგრამირების ძირითად მახასიათებლებს, რათა შეძლონ საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა / იდენტიფიცირება. სტუდენტები, ასევე, შეძლებენ, შექმნან მცირე და საშუალო ზომის აპლიკაცია, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

პროექტის მიზანია საქართველოში iOS/Android სისტემების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების დეველოპერების კვალიფიკაციის ამაღლება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობა.

 

[R]

„ენძელა და ია ფაიტონში ზიან“ – Zoommer-ის ახალი რეკლამა

როგორ იღებს ამანათს ჯეიმს ბონდი? – DHL-ის რეკლამა