in

სამეცნიერო პრემია ბიზნესისა და ტექნოლოგიების დარგში – BTU-მ სპეციალური ჯილდო დააწესა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო კვლევებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, ყოველწლიურ პრემიას აწესებს.

სამეცნიერო პრემია გაიცემა ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში, აკადემიური წლის განმავლობაში, მეცნიერის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და სხვადასხვა აქტივობების შეფასების შემდეგ. სპეციალურად შექმნილი მეცნიერთა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუციებს წარმოადგენს. მათ მიერ შეფასებული კანდიდატის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმებს. ესენია: მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა და ხარისხი, გამოქვეყნებული პუბლიკაციების რეიტინგი, კვლევების ციტირების ინდექსები. ასევე – კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი და სხვა.

მეცნიერი, რომელიც მოიპოვებს შესაბამისი სფეროს სამეცნიერო პრემიას, მიენიჭება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო.

პრემიის ლაურეატების პირველი დაჯილდოება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.

 

[R}

ჰუმანოიდი რობოტის მართვა უკვე ვირტუალური რეალობის დახმარებით შეგვიძლია

ახალი სარესტავრაციო პროექტი ელისეს მინდვრების სილამაზის აღსადგენად