in

BTU ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დიზაინის შექმნას იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით პრესტიჟული ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დიზაინის შექმნის (EMDM) პროექტი იწყება. ეს იქნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განხორციელდება.

პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან: ვერსალის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია) და კვიპროსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (კვიპროსი). პარალელურად, პროექტის მხარდამჭერები არიან: ლუბლიანას ბიზნესის სკოლა (სლოვენია) და ბელგრადის საბანკო აკადემია (სერბეთი).
პროექტის არა-აკადემიური პარტნიორი და მხარდამჭერია – ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაცია (EUMMAS).

როგორც BTU-ში განმარტავენ, უნივერსიტეტმა ევროკავშირის 5 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციისა და პროფილური საერთაშორისო ასოციაციის “ციფრული მარკეტინგის და მონაცემთა ანალიზი” გამოცდილება გააერთიანა ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის დიზაინის შესაქმნელად. ეს პროცესი ევროკავშირის 2021-2027 წლების ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესაბამისად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება:
• „ციფრული მარკეტინგის და მონაცემთა ანალიზის” მაღალი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის დიზაინი;
• საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით, პროგრამის ინოვაციური და ინტერნაციონალური კურიკულუმი;
• სტუდენტებისთვის პროგრამის განმახორციელებელ 3 სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა.

პროექტი ასევე მოიაზრებს საქართველოსა და ევროკავშირის 5 ქვეყნის წამყვან ინდუსტრიებთან მჭიდრო პარტნიორობის დამყარებას სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის ხანგრძლივობა 15 თვეა.

[პარტნიორის კონტენტი]

იპოვე, შეიყვარე, იყიდე — kenari.ge

Truffle — მოდის სტუდიის „თამამი“ ვიზუალური იდენტობა