მსოფლიო სწრაფი ტემპებით გადადის ციფრულ სამყაროში. ტრადიციულ მარკეტინგთან ერთად, სულ უფრო იკრებს ძალას ციფრული მიმართულება. თუკი, LinkedIn-ს დავუჯერებთ, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი TOP 10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიას შორისაა. ამ სფეროს განვითარებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. ციფრული მარკეტერის სპეციალობის აქტუალობის გაზრდამ ქართულ სასწავლებლებში შესაბამისი საგანმანათლებლო მიმართულების შექმნის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ, BTU-მ გადაწყვიტა ამ პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობა შეექმნა და ციფრული მარკეტინგი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა დაამატა. პროგრამაზე სტუდენტების მიღება 2022 წელს გამოცხადდება.
პროგრამის ფარგლებში ისწავლება შემდეგი საგნები მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების და სხვა მიმართულებებით.
• მარკეტინგის საფუძვლები
• მარკეტინგის სტრატეგია
• მარკეტინგული კვლევა
• რეკლამა
• ბრენდინგი
• საზოგადოებასთან ურთიერთობა
• ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
• ფსიქოლოგია მარკეტინგში
• მომხმარებლის ქცევა
• კრეატიული აზროვნება
• კრეატიული წერა
• ღონისძიებების მართვა
• საცალო ვაჭრობა და მერჩენდაიზინგი
• ბიზნეს ბაზრების მარკეტინგი
• საერთაშორისო მარკეტინგი
• პირდაპირი მარკეტინგი
• მომსახურების მარკეტინგი
• გაყიდვების მენეჯმენტი
• პროდუქტის მენეჯმენტი
• Markstrat მარკეტინგული თამაში
• კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
• ფინანსური რესურსების მართვა მარკეტინგისთვის და სხვ.
საგნები ციფრული მარკეტინგის და ციფრული წიგნიერების მიმართულებით
• ციფრული მარკეტინგი
• სოციალური მედია მარკეტინგი
• ვიზუალური კომუნიკაცია Adobe პროდუქტების გამოყენებით
• Google-ის მარკეტინგული ინსტრუმენტები
• Google-ის ინსტრუმენტები ბიზნეს ანალიტიკისთვის
• Microsoft Power BI ანალიტიკური ინსტრუმენტები
• CRM – მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი Salesforce-ის გამოყენებით
• CRM – მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი Microsoft 365 Dynamics-ის გამოყენებით
• ელექტრონული კომერცია და ელკომერციის პლატფორმები
• მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი
• ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები
• ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა
სასწავლო პროცესში, სტუდენტებს შეეძლებათ ისარგებლონ ტექნოლოგიური ლაბებით, საერთო სამუშაო სივრცეებით, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებით, გაცვლითი პროგრამებით, დაესწრონ სფეროში მიმდინარე ღონისძიებებს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, საერთაშორისო პროექტებსა და ექსტრაკურიკულურ აქტივობებში, ისწავლონ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისგან.
ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი: „ესაა ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მარკეტერისთვის პროცესების სამართავად საჭირო ციფრული ტექნოლოგიების სწავლებას ითვალისწინებს. ამ პროგრამის შემუშავებაში ძალიან ბევრი სხვადასხვა წარმატებული სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვეხმარა.“
ანო გოგიჩაძე, პროგრამის ხელმძღვანელი: „BTU უკვე მეხუთე წელია, ძალიან საინტერესო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს. 2022 წლის სექტემბრიდან, სტუდენტებს ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობაც ეძლევათ. ეს პროგრამა ძალიან საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ციფრული მარკეტინგის პროცესების მართვის სწავლა სურს. ეს პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევთ, კურსის დასასრულს, „მარკსტრატის“ კურსი გაიარონ. ეს კურსი მათ დაეხმარებათ, რეალურთან მიახლოებულ გარემოში წარმართონ მარკეტინგული პროცესები. ასევე, ჩვენი სტუდენტები შეძლებენ საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა – BTU-ს თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.“
თორნიკე ტურიაშვილი, სააგენტო Kraken-ის თანადამფუძნებელი: „ზოგადად, სააგენტოებისთვის ამ სფეროში გამოცდილების მქონე ადამიანების პოვნა დიდი პრობლემა იყო. ჩვენს გუნდში BTU-ს 10-მდე სტუდენტი მუშაობს და გვჯერა, რომ სამომავლოდ, ამ ნიშური პროფესიის მასშტაბირება ბევრი კომპანიისთვის გაამარტივებს ადამიანური რესურსის ძიებას.“
პროგრამაზე სწავლის შემდეგ, კურსდამთავრებულს მარკეტინგის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭება. ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა შემდეგ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შემუშავდა:
EUMMAS, Microsoft Dynamics 365, Marketer, Entrepreneur, Google Analytics, Power Bi, Google My Business, Google Trends, G-suite, Excel, Movement, Salesforce, Adobe, Ps, Kraken, Leavingstone, Winfor’s, Elliot, 4media, GMA, Georgia Today, პეპელა, SPSS, პალიტრა L, პალიტრა მედია ჰოლდინგი, Palitravideo.ge, კვირის პალიტრა, Palitra News, MarkStrat, ამბები.GE, IPN.
ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა 150 სტუდენტზეა გათვალისწინებული. პროგრამის კოდია: 195 01 07
პროგრამაზე ჩასაბარებლად, შემდეგი საგნების ჩაბარება დაგჭირდებათ:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• უცხო ენა
• ისტორია ან მათემატიკა
მარკეტინგის პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით ბმულზე.
[R]